“კოვიდიოტი” – პანდემიამ ახალი ტერმინი გვაჩუქა

“კოვიდიოტი” ახალი სიტყვა, რომელიც შეგიძლიათ უწოდოთ როგორც დაპანიკებულ ასევე იმ ადამიანებს რომლებიც არ იცავენ წესებს.
ახალი სიტყვა ინგლისური სლენგის სიტყვათა ლექსიკონში გაჩნდა, რომელიც აღნიშნავს როგორც მათ ვინც პანიკაში ჩავარდა კორონავირუსის გავრცელების ფონზე და ასევე მათ  ვინც არ ემორჩილება შემოღებულ წესებს და არ ითვალისწინებს რეკომენდაციებს.
სიტყვა Covidiot (კოვიდიოტი) გაჩნდა ვირუსის დასახელებისგან და სიტყვა იდიოტის შერწყმით. ეს ტერმინის ერთი მნიშვნელობა აღწერს მოვლენას როდესაც ადამინი არ ემორჩილება წესებს და არ ითვალისწინებს რეკომენდაციებს მაგალითად:” ეს კოვიდიოტი, ეხუტება და კოცნის ყველას ვისაც ხედავს”.
მეორე შემთხვევაში ეს ტერმინი იხმარება იმ ადამიანის მიმართ რომელიც პანიკამ მოიცვა და ყველაფერი შეიძინა მაღაზია დიდი ოდენობით, მაგალითად: “ ნახე ამ კოვიდიტმა 300 დოლარის ტუალეტის ქაღალდი რომ შეიძინა?”

კომენტარები

სხვა სიახლეები