ოდესმე აუცილებლად უნდა დათვრეთ თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად. ამ დროს უფრო ადვილია გულახდილობა და დამალული ემოციების გამოხატვა. ზოგი ზედმეტი ჭიქის გადაკვრის შემდეგ ცრემლად იღვრება, სხვები რაიმეს ლეწავენ ან საჩხუბარ მიზეზს ელვისებური სისწრაფით პოულობენ, თუმცა არსებობენ წყვილები, რომლებიც სასიამოვნოდ ატარებენ დროს და გულწრფელად საუბრობენ. მათი დიალოგი აუცილებლად გადის შემდეგ სტადიებს:
1. გადავდოთ ფული და აუცილებლად ვიმოგზაუროთ საზღვარგარეთ!
ყოველი ჩვენგანი გულის სიღრმეში ოცნებობს მსოფლიოს დათვალიერებაზე. ქალებს უმეტესწილად რომანტიკული ქალაქები იზიდავთ (მაგალითად: პარიზი, ვენეცია, ფლორენცია,სან-ფრანცისკო, კეიპ-ტაუნი და ა.შ) მაშინ, როცა მამაკაცებს გული გართობისა და აზარტისკენ მიუწევთ ( აინტერესებთ ბრაზილიის ფესტივალი, სურთ ლას-ვეგასის ყველა სამორინეში თამაში, აღარაფერს ვამბობ ამსტერდამში ლეგალურად ნაროტიკის მოხმარებაზე.) საერთო ჯამში შეთანხმებამდე მისვლა შეიძლება. სიმთვრალეში ვაწყობთ გეგმებს, რომ ფული უნდა გამოვზოგოთ და აუცილებლად ავისრულოთ სურვილები, თუმცა ფხიზელ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე, რომ გადასადები თანხა ფიზიკურად არ გვაქვს.
2. ერთად ხომ არ წამოგვეწყო ბიზნესი?
უმეტეწილად ადამიანები უკმაყოფილოები არიან თავისი სამსახურით. სიმთვრალე არაჩვეულებრივი შანსია სურვილების გამოსააშკარავებლად, სწორედ ამიტომ, ნასვამები თამამად ვისვრით ფრაზებს: ,,განცხადებას დავწერ და წამოვალ ამ საშინელი ადგილიდან!” ,,ბარი, ხომ არ გაგვეხსნა? შემოსავლიანი საქმეა…” მეორე ნახევარი გვაგულიანებს: ,,პატარავ, შენ არაჩვეულებრივად ხატავ… ხომ ყოველთვის გიდნოდა მხატვრობა? მოდი, სახელოსნოს გაგიხსნი, ბავშვები აიყვანე…” ეს სიტყვები მეორე დღეს უკვალოდ ქრება.
3. მადლობა, რომ ასე ზრუნავ ჩემზე, საოცარი მშობელი იქნები.
თუ თქვენს პარტნიორს…
1. არ ეზიღებით, როცა გული გერევათ
2. ხელში აყავხართ, როცა ფეხზე ვერ დგებით
3. ტანსაცმელს გხდით
4. მინერალურ წყალს გასმევთ
5. ლოგინში გაწვენთ
ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ თქვენზე ზრუნავს. მზრუნველი შეყვარებული/ქმარი/ცოლი ნამდვილად კარგი მშობელი იქნება და თუ თქვენ გაიფიქრებთ, რომ მასთან ერთად შვილის გაჩენა გინდათ, იცოდეთ რომ, ეს არაჩვეულებრივი იდეაა!
4. ძალიან ძალიან ძალიან ძლიერად მიყვარხარ!
სიმთვრალეში იმდენად ხშირად ვიმეორებთ ჩვენი გრძნობების გამომხატველ წინადადებებს,(,,ვგიჟდები შენზე!” ,,ძალიან ძალიან ძალიან ძლიერად მიყვარხარ,” )რომ სამახსოვროდ სასიამოვნოდ საყურებელი და სასაცილო ვიდეოს ჩაწერაც კი შეიძლება.
5. ხვალ საშინელი ნაბახუსევი მექნება!
ამ პუნქტს გავრცობა არც სჭირდება. გიჟურ ღამეს თავის ან მთელი სხეულის ტკივილი მოსდევს. სახლში ასვლამდე არ დაგავიწდეთ მინიმუმ ერთი ბოთლი ლუდის ატანა მომდევნო დილისთვის.