საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი საზოგადოებას მიმართავს და სხვადასხვა სერვისის მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს:
„მოგიწოდებთ ყველას. თუ არ არსებობს გარდაუვალი აუცილებლობა (მაგ. ახალშობილის დაბადების მოწმობა გაქვთ ასაღები, ან გარდაცვალების მოწმობაა გასაცემი, ან კიდევ პირადობის მოწმობას ამ დღეებში ეწურება ვადა და მის გარეშე ვერ შეძლებთ პენსიის აღებას და ამგვარი სხვა გარდაუვალი საჭიროებები…), ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებში, და სერვისის მიღება გადადეთ 2-3 კვირით, სხვა, უფრო უსაფრთხო პერიოდისთვის.
გიხდით მადლობას და გისურვებთ ჯანმრთელობას!“, – წერს წულუკიანი.