“არასდროს არ გამიგია ბატონი ამირანის ტრაგედიის თაობაზე” – ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის

ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის.
“არასდროს არ გამიგია ბატონი ამირანის ტრაგედიის თაობაზე. ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი, თუ ტკივილი მივაყენე ჩემი დაუფიქრებელი სტატუსით. ნიკას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩემს სამშობლოს ვუსურვებ კორონა ვირუსის უსწრაფესად დამარცხებას და არასდროს იმგვარ პოლარიზებულ პოლიტიკურ სიტუაციას, როცა საერთო საფრთხის წინაშე ისე გაგვიჭირდება გაერთიანება, როგორც დღეს.
სიყვარული გვაერთიანებს” -წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ ამირან გამყრელიძე კორონავირუსთან დაკავშირებით ეპიდსიტუაციის “გაქცევაში”დაადანაშაულა და მას შევარდნაძის ჩინოვნიკი უწოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები