რუსული სერიალის “ბრიგადას” საუნდტრეკის ავტორი გარდაიცვალა(ფოტო,ვიდეო)

ცნობილი რუსული სერიალის “ბრიგადას” საუნდტრეკის ავტორი, კომპოზიტორი და დიჯეი, ანდრეი ივანოვი, ავსტრალიაში უბედური შემთხვევის შედეგად, დაიღუპა.​
როგორც ჟურნალისტმა მიხეილ კოზირევმა დაწერა, ივანოვი, ბონდი ბიჩის სანაპიროსთან ჩაიძირა, მისი მეუღლის, იულიას, გადარჩენა მოხერხდა.
​ანდრეი ივანოვი 47 წლის იყო.
1992 წელს, მან ელექტრონული მუსიკის პროექტი Triplex შექმნა. 2000 წელს ის რამდენიმე რუსული სერიალის საუნდტრეკების შექმნის შემდეგ გახდა პოპულარული.

კომენტარები

სხვა სიახლეები