სახლებში, ონკანებიდან წყლის მაგივრად ალკოჰოლი წამოვიდა

უცნაური შემთხვევა ინდოეთში – ქალაქ ტრისურის ერთ–ერთი საცხოვრებელი სახლის მაცხოვრებლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართეს. აღნიშნულის მიზეზი კი საკმაოდ უცნაურია. კორპუსის სახლებში ონკანებიდან წყლის მაგივრად ალკოჰოლი მოედინებოდა.

როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, თავდაპირველად სახლებში ალკოჰოლის სუნი იგრძნეს, შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ ონკანებიდან ლიქიორიანი წყალი მოდიოდა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების მისვლის შემდეგ გაირკვა, რომ შენობასთან ახლოს რამდენიმე წლის წინ ბარი ფუნქციონირებდა, რომელიც დაიხურა და ხელისუფლებამ მისი კონფისკაცია მოახდინა. გასულ კვირას კი ბარში აღმოჩენილი სასმელები, უტილიზაციის პროცესის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე მიწაში ჩამარხეს. შედეგად კი 6 ათასმა ლიტრმა ალკოჰოლმა გაჟონა და წყალმომარაგების სისტემას შეერია.

შესაბამისი სამუშაოების წარმოების შემდეგ პრობლემა მოგვარდა და მოსახლეობას სუფთა წყალი მიეწოდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები