ვერძი – დღევანდელი დღე თქვენთვის წარმატებული შედეგებით მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დასრულდეს, თუკი შეძლებთ ამბიციები დაიოკოთ და სხვათა მითითებებს დროებით მაინც დაემორჩილოთ. ამგვარი საქციელით სამომავლო საქმიანობისთვის მძლავრ მოკავშირეებს შეიძენთ და კონკურენტებსაც გაცილებით იოლად გაუმკლავდებით. თუმცა, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ ნებისმიერი ახალი ინფორმაციის მიღებისას და გადაუმოწმებლად, ბრმად ნუ ენდობით მას.
კურო – ბოლო პერიოდში ბევრი ემოცია დაგიგროვდათ გულში, შეიძლება ითქვას, საკმარისზე მეტიც კი. დროა, გულახდილად ისაუბროთ ვინმესთან, ამით უდიდეს შვებას იგრძნობთ. დღეს ასევე შესაძლებლობა მოგეცემათ, გარშემომყოფები საკუთარი დამოუკიდებლობითა და ხასათის სიმტკიცით გააოცოთ. მართალია, თქვენი ნატურიდან გამომდინარე, როგორც წესი, ძირითადად გუნდში მუშაობა გირჩევნიათ, მაგრამ მაგრამ დღეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა გუნდურ თამაშს საკუთარი ინდივიდუალიზმი უნდა დაუპირისპიროთ და წარმატების მისაღწევად დამოუკიდებლად იმოქმედოთ.
ტყუპები – დღევანდელი დღე საოჯახო პრობლემების მოგვარებას და ახლობლებზე ზრუნვას უნდა დაუთმოთ. მართალია, თქვენში უმნიშვნელო გაღიზიანებამაც შეიძლება იჩინოს თავი, გამომდინარე იქიდან, რომ ერთბაშად უამრავი, საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარების აუცილებლობა დაგაწვებათ მხრებზე, მაგრამ დღის ბოლოს, ოჯახის წევრების მხრიდან, თქვენი მისამართით აშკარად გამოხატული, მადლიერი და თბილი დამოკიდებულება განწყობას და საკუთარი თავის რწმენას, ერთი-ორად აგიმაღლებთ.
კირჩხიბი – დღეს თქვენი გონება და ემოციები, გასაოცარ ურთიერთჰარმონიაშია. ეს კი დღის მანძილზე წარმოქმნილი პრობლემების ოსტატურად მოგვარებასა და კონფლიქტური სიტუაციების დროულად ლიკვიდირებაში დაგეხმარებათ. თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ნებისმიერი სახის სპონტანური გადაწყვეტილების მიღებას, განსაკუთრებით თუ ეს საქმიან ან ფინანსურ სფეროებს ეხება, თავს აარიდებთ ან ხვალისთვის გადასდებთ. კარგი დღეა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და სპორტული აქტივობისათვის. საღამო უმჯობესია ოჯახის წევრებთან ერთად, ან უახლოესი მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.
ლომი – დღეს თქვენთვის მაქსიმალური სიმშვიდე და დასვენებაა აუცილებელი. შესაძლოა, უახლოეს ადამიანებთანაც კი გაგიჭირდეთ საერთო ენის გამონახვა და ამ მხრივ ყველაზე მეტად თქვენი საყვარელი ადამიანი დაზარალდება. შეიძლება სწორედ დღეს მოგეჩვენოთ, რომ თქვენი შეხედულებები დიამეტრულად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა კარგი იქნება, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას თუ მოერიდებით. უმჯობესია,ცოტა ხნით ტაიმ-აუტი აიღოთ, დღევანდელი დაძაბულობა მხოლოდ გადაღლის ბრალია და კარგი დასვენების შემდეგ, ყველანაირი პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარებას შესძლებთ.
ქალწული – დღევანდელი დღე, არცთუ იოლი ამოცანების გადაჭრის აუცილებლობის წინაშე დაგაყენებთ. ამ მხრივ განსაკუთრებული სიძნელეების გადალახვა, პროფესიულ ასპარეზზე მოგიხდებათ. რადგან თქვენი უკომპრომისო საქციელიდან გამომდინარე, ჯიუტად არ გსურთ ჩვეული საქმიანობის კურსის, ახლებური ტაქტიკით ჩანაცვლება, რომელსაც გარშემომყოფნი დაჟინებით გირჩევენ. ამგვარი საქციელი კი სამომავლოდ შესაძლოა, რეპუტაციის შელახვადაც კი დაგიჯდეთ.
სასწორი-დღე საკმაოდ რთული იქნება, განსაკუთრებით საქმიანი კუთხით. შეეცადეთ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისას, მხოლოდ ცივი გონებით იხელმძღვანელოთ და ემოციებს ნაკლებად აჰყვეთ. გახსოვდეთ, დღეს პროფესიულ ასპარეზზე წარმატების მიღწევას, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ამბიციურობის გაკონტროლების ხარჯზე თუ მოახერხებთ. დღევანდელი დღე, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გარკვევის თვალსაზრისითაც არ მოგცემთ სასურველ შედეგს, რადგან თქვენს არგუმენტებს იგი, ძალზე არასერიოზულად მოეკიდება.
ღრიანკალი-კარგი იქნება თუ ცოტა ხნით მაინც დაისვენებთ სამსახურეობრივი საქმეებისაგან, რომელთა გადაჭრასაც, ბოლო პერიოდში მთელი თქვენი თავისუფალი დრო და ენერგია მიაქვს. ვარსკვლავები უახლოეს მომავალში, პროფესიული კუთხით, ისედაც საკმაოდ პოზიტიურ ძვრებს გპირდებიან. ამიტომ უმჯობესია, თავს ცოტა ხნით ამოსუნთქვის საშუალება მისცეთ, ძალები მოიკრიბოთ და დრო საყვარელ ადამიანს დაუთმოთ, რომელიც უკვე საკმარისზე მეტადაც კი ღიზიანდება, თქვენი გამუდმებული მოუცლელობითა და უყურადღებობით.
მშვილდოსანი -დღევანდელ დღეს ნაკლებად უნდა იქონიოთ, ნაცნობ-მეგობრების ან თუნდაც ოჯახის წევრების დახმარების იმედი. მხოლოდ საკუთარი გონების კარნახით იმოქმედეთ და გააკეთეთ ის, რასაც თავად ჩათვლით საჭიროდ. შესაძლოა ბავშვებთან დაკავშირებულმა, მოულოდნელმა ფინანსურმა დანახარჯმა ან საქმეების გაჭიანურებამ გაგაღიზიანოთ. თუმცა თქვენი წარუმატებლობა, დროებითია და სულ მალე ყველაფერი პოზიტივით შეიცვლება. აქედან გამომდინარე, აჯობებს დღევანდელი ცუდი განწყობა, სპორტული აქტივობით ან ცეკვით დაამრცხოთ.
თხის რქა-დღევანდელი დღე, საკმაოდ პოზიტიურ შედეგებს მოგიტანთ. განსაკუთრებული წარმატებით ჩაივლის მოლაპარაკებები, ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლებთან და მოკლევადიანი, საქმიანი ვიზიტები. კარგი დღეა საქმიანი თათბირების ან ბრიფინგების მოსაწყობად, ბიზნეს პარტნიორებთან სასურველი შეთანხმების მისაღწევად და სამეცნიერო საქმიანობისთვის. დღეს განსაკუთრებით გიადვილდებათ პატარებთან ურთიერთობა. ბავშვებთან ერთად გატარებული დრო, სეირნობა ან უბრალოდ მათთან თამაშიც კი, უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.
მერწყული-დღევანდელი დღე, თქვენგან სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას და მაქსიმალურ რისკს მოითხოვს. თუმცა ნებისმიერი საქმე, რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. განსაკუთრებული გამბედაობის გამოჩენა ამ მხრივ, პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით გმართებთ. რატომ კარგავთ დროს უსაფუძვლო ეჭვებსა და ნერვიულობაზე? თქვენთვის ძვირფასი ადამიანი ისედაც, საკმაოდ დაიღალა ლოდინითა და გაურკვევლობით. დროა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით გაახაროთ ისიც და საკუთარი თავიც.
თევზები-დღევანდელი დღე საშუალებას მოგცემთ, ახლო წარსულში განვითარებული მოვლენები, სრულიად განსხვავებულ ჭრილში დაინახოთ და თქვენ მიერ დაშვებული შეცდომების, სწრაფად და ოსტატურად მოგვარების გზებიც იპოვნოთ. თუმცა ნებისყოფის დაძაბვისა და მაქსიმალური შრომისუნარიანობის გამოჩენის გარეშე, წარმატების შანსი, რომელსაც დღევანდელი დღე იძლევა, როგორც საქმიანი ისე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, შესაძლოა ხელიდან გაგისხლტეთ. განსაკუთრებული წარმატება ელოდება სამეცნიერო და საგამომცემლო სფეროში მოღვაწე, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს
წყარო: http://geonews.ge/