უნიკალური ოპერაცია – სიამის ტყუპების განცალკევების შემდეგ, ორივეს სიცოცხლე შეუნარჩუნეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატში უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს. ექიმებმა 10 თვის  ტყუპების განცალკევება ისე შეძლეს, რომ ორივესთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ.

ოპერაციის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სიამის ტყუპების განცალკევებისას ერთ-ერთი რჩებოდა ცოცხალი.

ოპერაციაში ჩართული იყო 12 გამოცდილი ქირურგი,  ექვსი ანესთეზიოლოგი და  რვა ექთანი.

მუცლითა და მკერდით შეერთებული ტყუპების ოპერაცია 26 საათი გაგრძელდა და ამისთვის მედიკოსები რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდნენ.   წინასწარ იყო მომზადებული მუცლის და გულმკერდის ქსოვილები, შეიქმნა ორგანოების სპეციალური 3D მოდელები.

“ყველაფერი გაკეთდა, რათა ორივე გოგონება გადარჩენილიყო. ეს არის პირველი ასეთი ოპერაცია, რომელიც წარმატებით ჩატარდა და ორივე სიამის ტყუპი გადარჩა. ახლა დები პედიატრიული კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან, სადაც ისინი რამდენიმე თვეს  გაატარებენ.  მათი გაწერის თარიღზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, თუმცა ექიმები დარწმუნებულნი ვართ, რომ ნეტელი და ადელინი ნორმალურ ცხოვრებას გააგრძელებენ”, – აცხადებს კლინიკის ქირურგი დარელ კასი.

წყარო: http://geonews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები