მეცნიერების მტკიცებით, ახალი კვლევით, მარიხუანა სათესლე ჯირკვლების კიბოს იწვევს

სამეცნიერო ჟურნალ JAMA Network Open-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, მამაკაცები, რომლებიც 10 ან მეტი წლის განმავლობაში ყოველდღიურად მარიხუანას ერთ ღერ სიგარეტს ან ერთ „ჯოინთს“ ეწევიან, 36 პროცენტით უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, რომ სათესლე ჯირკვლების კიბო განუვითარდეთ, ვიდრე ის კაცები, რომლებსაც ეს სუბსტანცია არასოდეს მოუწევიათ.

აღმოჩენილია ქოთნები, რომლებითაც ადამიანები 2500 წლის წინ კანაფს ეწეოდნენ
მსგავსი: აღმოჩენილია ქოთნები, რომლებითაც ადამიანები 2500…
ამ დასკვნამდე მკვლევრები 25 სხვადასხვა კვლევის ანალიზის შემდეგ მივიდნენ. აღნიშნული ნაშრომები იკვლევდა კავშირს მარიხუანას მოხმარებასა და სათესლე ჯირკვლების, ფილტვების, პირის ღრუს, თავისა და ყელის კიბოებს შორის.

მკვლევრებმა ვერ იპოვეს კავშირი მარიხუანას რეგულარულ მოხმარებასა და ფილტვების, ყელისა და პირის ღრუს კიბოებს შორის, მაგრამ დაადგინეს, რომ მრავალი წლის განმავლობაში კანაფის რეგულარულად მოწევა მამაკაცებში შეიძლება ზრდიდეს სათესლე ჯირკვლების კიბოს რისკს.

სიგარეტის მოწევის მსგავსად, მარიხუანას მოწევის დროსაც გამოიყოფა კანცეროგენები, ანუ ნივთიერებები, რომლებიც ადამიანებში კიბოს განვითარების რისკს ზრდის.

კალიფორნიის უნივერსიტეტის კანაფის კვლევის ცენტრის დირექტორის, დოქტორ ჯეფრი ჩენის განცხადებით, ამის მიზეზი ის არის, რომ ნებისმიერი სხვა მცენარის მსგავსად, მოწევისას კანაფიც ბოლს გამოყოფს.

„ნებისმიერი მცენარის წვისას, გამოიყოფა საკმაოდ დიდი ოდენობით კანცეროგენი“, — ამბობს იგი.

განაგრძეთ კითხვა:https://1tv.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები