ხმის მიცემის ახალი წესები და ფოტოები – ნინი გოგიჩაიშვილი “მის მსოფლიოზე” გაემგზავრა

წელს “მის მსოფლიო”2019 -ს, რომელიც 14 დეკემბერს ლონდონში გაიმართება, “მის საქართველო” ნინი გოგიჩაიშვილი წარადგენს.

როგორც Miss Georgia Beauty Contest-ის ფეისბუქის გვერდზე ვკითხულობთ სილამაზის კონკურსს მონაწილეთა შესაფასებლად ახალი ფუნქცია ელექტრონული აპლიკაცია დაემატა, რომლითაც ხმის მიცემა 14 დეკემრის ჩათვლით შეგეძლებათ.

“ხმა მიეცით საქართველოს და ნინი გოგიჩაიშვილს. Vote for Georgia and Nini Gogichaishvili
ხმის მიცემა შეგიძლიათ ყოველდღე 14 დეკემბრის ჩათვლით. რაც მეტი ხმა, მით უკეთესი!!!
ვისაც ყველაზე მეტი ხმა ექნება, ის ავტომატურად ხვდება ტოპ-20-ის წევრი.

ხმის მიცემის წესები:
დარეგისრტირდით მის მსოფლიოს გვერდზე: http://missworld.com/#/login
შედით ზედა პანელზე VOTE-ის ნაწილში. იპოვეთ ნინის სურათი და მიეცით მას ხმა!

აგრეთვე ხმა მიეცით Mobstar-ზე.
გადმოტვირთეთ აპლიკაცია Mobstar. გადადით People-ის სეგმენტზე და საძიებო ველში ჩაწერეთ Nini Gogichaishvili. დააფოლოვეთ ნინი და მოიწონეთ და დააკომენტარეთ მისი ფოტო და პოსტები.
ერთი ლაიქი და კომენტარი უდრის 1 ხმას საქართველოსთვის!
ხმის მიცემა საჭირო ყოველდღე 14 დეკემბრის ჩათვლით”. – ვკითხულობთ გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები