99 წლის ბრიტანელი ბებო კორონავირუსის დამარცხებას შოკოლადის უსაზღვრო სიყვარულს უკავშირებს

99 წლის ქალი დიდი ბრიტანეთის უხუცესი ადამიანია, რომელმაც ახალი კორონავირუსი დაამარცხა. რიტა რეინოლდსი აღნიშნულს შოკოლადისადმი მის უდიდეს სიყვარულს უკავშირებს.

დიდი ბებია, რიტა 25 მარტს გახდა ცუდად. Covid-19–ზე ტესტირების შემდგომ, ის დადებითი აღმოცნდა. ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი ცუდ გამოსავალს ელოდნენ, რადგან მოხუცის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდებოდა. მაშინ, როცა იმედის თითქმის გადაწურული ჰქოდნათ ექიმებს, ბებია რიტა გამოჯანმრთელდა და გუშინ ოფიციალურა დადასტურდა, რომ მან კორონავირუსი დაამარცხა.

ბებიით ძალიან ამაყობს შვილიშვილი, ჰენრი ფილიფსი და ამ ყოველივეს „უცნაურ დიეტას“ უკავშირებს, რომლის რაციონიცაა – „მარმელადის სენდვიჩები და ორცხობილები“.

ბებია რიტა 100 წლის ივლისში გახდება. შვილიშვილის განცხადებით, ის დარწმუნებული იყო, რომ ბებია 100 წლის იუბილეს სრულიად ჯანსაღი შეხვდებოდა.

„არც ვიცი, ბებომ ეს როგორ შეძლო, მას ხილი და ბოსტნეული ცხოვრებაში არ უჭამია. მარმელადის დიეტა აქვს და მთელი ცხოვრება მხოლოდ შოკოლადით იკვებება“ – განაცხადა რიტას ერთ–ერთმა შვილთაშვილმა – „თუმცა სიგარეტსა და ალკოჰოლზე ყოველთვის უარს ამბობდა“.

რიტას სამი შვილი, ოთხი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი ყავს.

ახალი კორონავირუსი და საქართველო (09.04.2020) – სულ ინფიცირებულთა რაოდენობა – 214, აქტიური – 159, გამოჯანმრთელებული – 50, გარდაცვლილი – 3. 

კომენტარები

სხვა სიახლეები