9 რამ, რაც ქალს აძლიერებს

ქალის მომხიბვლელობა, გარკვეულწილად, მის სიძლიერეზეა დამოკიდებული, ქვეცნობიერად მამაკაცები ქალურ ქალბატონებს ელტვიან, მაგრამ ამ თვისებას განვითარება ესაჭიროება. დღეს გთავაზობთ 9 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ამ სფეროში წარმატებას მიაღწიოთ.


1. მედიტაცია.
იმედიტირეთ ხოლმე ძილის წინ, ძალიან კარგი იქნება, თუ ზოგჯერ ამ მიზნით ბუნებაშიც გახვალთ.


2. კითხვა.
წაიკითხეთ წიგნები, ისინი საკუთარი თავის უკეთ გაგებაში დაგეხმარებიან.


3. ფიზიკური დატვირთვა.
დაკავდით სპორტის რომელიმე თქვენთვის საინტერესო სახეობით, სასარგებლოა ცეკვაზეც სიარული, თუ მაინც და მაინც სპორტი არ გიზიდავთ, ეს აქტივობები სტრესის დაძლევაში და ცხოვრების გახალისებაში დაგეხმარებათ.


4. ცხოვრების ჯანსაღი წესი
. მავნე ჩვევები ქალების გარეგნობაზე და განწყობაზე პირდაპირ აისახება, დაწყებული სიგარეტის მოწევით, დასრულებული გვიან ღამე დაძინებით. თავს გაუფრთხილდით.

5. აავსეთ გული სიყვარულით. თუ ქალის გული და გონება სიყვარულით სავსე არ არის, მისი ენერგეტიკა სუსტდება.


6. სწორი კვება.
იკვებეთ დაბალანსებულად, იზრუნეთ თქვენს სხეულზე.


7. დარჩით ხოლმე საკუთარ თავთან
. მარტოობის ნუ შეგეშინდებათ, მის აღმოსაფხვრელად ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნურასდროს მიიღებთ. პირველ რიგში, კომფორტულად თავი მარტომ უნდა იგრძნოთ.


8. არომატები.
სუნამო ქალურ ენერგეტიკას აძლიერებს.


9. ღირსება.
გჯეროდეთ, რომ ერთადერთი და განუმეორებელი ხართ, თავს სხვებს ნურასდროს შეადარებთ.

წყარო:http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები