9 ყველაზე მამაკაცური საქციელი, რომელზეც ყველა ქალი გიჟდება

622
SHARE

 

თანამედროვე გოგონებს ხანდახან ეჩვენებათ, რომ რაინდები უკვე დიდი ხანია მხოლოდ წიგნების ფურცლებზე ან კინოში ცხოვრობენ.  გარწმუნებთ, რომ ეს ასე არ არის და ქვეყნად ნამდვილი ჯენტლმენები ჯერ კიდევ არსებობენ. „AdMe.ru“-მ დანამდვილებით იცის, რომ ჩვენს დროში არსებობენ ნამდვილი გმირები, რომლებიც ქალებს გულისცემას უჩქარებენ. აი, ის 9  ყოველდღიური ქმედება, რომელიც მამაკაცს თანამედროვე რაინდად აქცევს.

1 – კარის გაღება

19459265-kinopoiskru-chocolat-1344861-1480060278-650-21d4ed91f9-1480076606მამაკაცი, რომელიც დროს იმაზე ხარჯავს, რომ პირველი გადმოვიდეს ავტომობილიდან და თავის თანამგზავრ ქალს კარი გამოუღოს, უდავოდ მზრუნველი და კარგად აღზრდილია. მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქალი თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობდეს. ალბათ, ყველა ქალი დააფასებს ამ საქციელს, რომელიც, ერთი შეხედვით, სრულიად უმნიშვნელოდ გვეჩვენება.

2 – ქალისთვის ბოლო ლუკმის დატოვება

19459315-fac4f7f264ac82ce3261a0abb6403d6d-1480059747-650-6a3b9540de-1480076606ყველამ იცის, რომ კაცის გულისკენ მიმავალი გზა მის კუჭზე გადის, რამდენად ბანალურადაც უნდა ჟღერდეს ეს. თუ მამაკაცი ქალს ბოლო ლუკმას უთმობს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას ის  წრფელი გულით უყვარს და ზრუნავს. გვერწმუნეთ, ეს მართლაც ძალიან ბევრს ნიშნავს.

3 – ოჯახთან ერთად დროის ხანგრძლივი მონაკვეთის გატარება

19459515-1480064519-650-b0074471df-1480076606თუ მამაკაცი გულწრფელად ინტერესდება თქვენი ბავშვობის ფოტოსურათებით, სახალისო ისტორიებით თქვენს და-ძმებზე, თუ სიამოვნებით ატარებს დროს თქვენს მშობლებთან და არ გარბის ფეხბურთზე კოლეგებთან ერთად, როცა თქვენს ოჯახში წვეულებაა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თქვენ „სწორედ ის“ იპოვეთ. თვით ყველაზე უმნიშვნელო ქმედებაც კი თქვენი ოჯახის მიმართ, ადასტურებს, რომ თქვენს რჩეულს უყვარხართ და გაფასებთ თქვენც და თქვენს ახლობლებსაც. ოჯახი ხომ ყველა ჩვენგანისთვის  მნიშვნელოვანია.

4 – წარდგენა შემხვედრ ნაცნობთან  

19459415-kinopoiskru-the-great-gatsby-2144032-1480074340-650-e78a25589b-1480076606ჭეშმარიტმა ჯენტლმენმა ზუსტად იცის: თუ ის შემთხვევით შემხვედრ ნაცნობს თავის თანამგზავრს არ წარუდგენს და მეგობართან საუბარზე გადაერთვება, საბრალო ქალიშვილი თავს ზედმეტად იგრძნობს და იფიქრებს, რომ ის არ სჭირდებათ. ყურადღებიანი მამაკაცი მსგავს სიტუაციას არაფრის დიდებით არ დაუშვებს, ის ყოველთვის ზრუნავს თავისი მანდილოსნის კომფორტზე.

5 – საჩუქრის ჩუქება მიზეზის გარეშე 

19459615-264399_800x600-1480000166-650-b439934ca0-1480076606თანამედროვე რაინდს არაფერში სჭირდება რაიმე განსაკუთრებული მიზეზი იმისთვის, რომ  ქალს ყვავილები გაუგზავნოს, ან რაიმე აჩუქოს. ეს ის შემთხვევაა, როცა ერთხელაც, საღამოს, სამსახურიდან მიმავალი მამაკაცი მაღაზიის ვიტრინაში ლამაზ თაიგულს შენიშნავს, მაშინვე შეყვარებული, დედა, ან უახლოესი მეგობარი ქალი გაახსენდება  და გადაწყვეტს მის ყიდვას, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მისთვის ძვირფასი ადამიანის ღიმილი გამოიწვიოს.

6 – ქალის მუდმივად დაცვა

19459665-something-borrowed-cheating-1480000310-650-d887db13eb-1480076606კიდევ ერთი, თითქოსდა პატარა მნიშვნელობის ქმედება, რომელსაც ბევრი ყურადღებასაც არ მიაქცევს.  არადა, აშკარაა, რომ თუ კაცი ტროტუარის გარე მხარეს ირჩევს, ამით  გზის ამ ნაწილზე  გაუთვალისწინებელი სიტუაციებისგან და მისით გამოწვეული სერიოზული შედეგებისგან თავისი თანამგზავრი ქალის დაცვა სურს. დამეთანხმებით, ეს ნამდვილად ყველაზე  რაინდული საქციელია.

7 – შუბლზე კოცნა

19459465-saying_goodbye_v203688824_-1480000224-650-5f29d8d844-1480076606თუ მამაკაცი თავის გრძნობას ქალის მიმართ შუბლზე ნაზი კოცნით გამოხატავს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ის მას ძალიან ძლიერადაა მიჯაჭვული. ქალსაც, თავის მხრივ, წარმოუდგენლად სიამოვნებს, რომ სიყვარულს და მზრუნველობას გრძნობს.

8 – ქალის მანქანაში საწვავის ჩასხმა

19459365-kinopoiskru-the-man-from-uncle-2618654-1480063845-650-490e54fbaf-1480076606ეს სასიამოვნო სიურპრიზი  მამაკაცის ჭეშმარიტ ჯენტლმენობაზე მეტყველებს, რომელზეც ყოველი ქალი ოცნებობს. ასეთი საქციელით მამაკაცი ცდილობს, კიდევ ერთხელ დაანახოს ქალს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის მასზე ზრუნვა, თან ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს ელოდება.

9 – მოსასხამის ჩაცმაში მუდამ დახმარება

19459565-18-dating-lessons-from-mr-darcy-2-10644-1413659280-7_dblbig-1480000242-650-52268d85e7-1480076606ცხადია, ქალს თავად შეუძლია ქურთუკი ან პალტო შემოიცვას, მაგრამ საქმე ხომ შესაძლებლობებში  არ არის. კარგად აღზრდილი მამაკაცი ყოველთვის შემოგთავაზებთ მოსასხამის დაჭერას, ან საკუთარ ქურთუკს, თუკი სიცივით გაიყინებით.

წყარო elitedaily

 

FB კომენტარები

კომენტარი