7 წესი, რომელიც დიეტის დროს სასურველი შედეგის მიღწევასა და შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

ახალი ტანსაცმელი გახდომისთვის შესანიშნავი სტიმულია

იმ მრავალრიცხოვან გამოკვლევებს შორის, რომლებიც დიეტას ეძღვნება, ერთ-ერთის თანახმად, ქალები საშუალოდ წელიწადში ორჯერ იცავენ დიეტას და თითოეულ ჯერზე დაახლოებით 5 კგ-ს იკლებენ.

თუ ვივარაუდებთ, რომ ქალი საშუალოდ 65 კგ-ს იწონის და 82 წლამდე ცოცხლობს, ხოლო დიეტებს და საკუთარ წონაზე ზრუნვას 18 წლიდან იწყებს, გამოდის, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ის დაახლოებოთ 10 წლის განმავლობაში იცავს კვების რეჟიმს.

დიეტის დაწყების უმთავრესი მიზეზი  ახალი ტანსაცმელია (52%), ნაწილი ზაფხულის არდადეგებისთვის (33%)  ემზადება, ნაწილი კი ქორწინების წინ ცდილობს გახდეს (18%). ისიც ცნობილია, რომ “მოდიეტეთა” უმრავლესობა დიეტას იწყებს, მაგრამ ვერ ამთავრებს. მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი  ჭამის სიყვარული (24%) და უნებისყოფობაა (22%), გამოკითხულთა ნაწილის (20%) აზრით კი სწორად კვება ძვირი სიამოვნებაა.

წელიწადში ორჯერ დიეტის რა გითხრათ, მაგრამ ალბათ მართლაც არ არსებობს ქალი, რომელსაც ერთხელ მაინც არ დაუცავს კვების რეჟიმი. თუმცა ნებისმიერი დიეტის დროს უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ზოგადი წესი, რომელთა დაცვის გარეშე საუკეთესოდ შერჩეული რაციონიც კი ვერ დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში.

1. არ ეცადოთ სწრაფად გახდომას. როგორი ეფექტურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ დიეტის მენიუ, სწრაფად გახდომა შეუძლებელია. რაც მალე მიიღწევა, მალევე იბრუნებს საწყის ფორმას. მათ, ვინც გახდნენ, ამას უფრო მეტი დრო მოანდომეს ვიდრე თქვენ გგონიათ.

2. თუ გახდომა გადაწყვიტეთ, არ იშიმშილოთ. ორგანიზმი ვერ ხვდება რატომ შიმშილობთ და თავდაცვის მიზნით საკვების პირველივე მიღების დროს ცხიმების დაგროვებას იწყებს.  ამიტომ როცა გშიათ აუცილებლად რამე უნდა მიირთვათ, თუმცა ის აუცილებლად დაბალკალორიული უნდა იყოს.

3. ისაუზმეთ. დღის განმავლობაში თქვენ ზედმეტ კალორიებს აუცილებლად დახარჯავთ. მაგრამ უარი თქვით ვახშამზე, რადგან დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მიღებული საკვები ორგანიზმში ცხიმების სახით ილექება.

4. მიირთვით ბოსტნეულით. ის დაბალკალორიულია და ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებით მოამარაგებს. სალათები მაიონეზის და არაჟნის ნაცვლად ლიმონის წვენით ან უცხიმო სოუსებით შეაზავეთ. თუ დიეტის პერიოდში თავს შოკოლადით ან ნაცხვრით ანებივრებთ ისინი დღის პირველ ნახევარში მიირთვით. 15-დან 21 საათამდე  ორგანიზმში ინსულინი იმატებს და ნებისმიერი მაღალკალოიური პროდუქტი, რომელიც ამ პერიოდში მოხვდება ორგანიზმში აუცილებლად ცხიმად იქცევა.

5. დაიცავით კვების რეჟიმი. რომ არ მოიმატოთ სასურველია იკვებოთ დღეში 4-ჯერ, ერთსა და იმავე დროს. მაგრამ თუ სამსახურში დიეტის დარღვევა მოგიწიათ ეცადეთ თანამშრომელ მამაკაცებთან ერთად ისადილოთ.  ფსიქოლოგების აზრით, ქველა ქალი ცდილობს ამ დროს ნაკლებ მიირთვას. თუმცა გახსოვდეთ, რეჟიმის დარღვევა ხელს უწყობს ზედმეტი ცხიმების ფორმირებას.

6. სვით ბევრი წყალი, დაახლოებით 4-5 ჭიქა დღეში. აუცილებლად წყალი და არა ჩაი ან ყავა.  წყლის ნაკლებობის დროს ორგანიზმი განიცდის სტრესს და ტვინში აგზავნის სიგნალებს, რომელიც შიმშილისას ჰგავს. ამგვარად, იმის ნაცვლად, რომ ორგანიზმი წყლით მომარაგდეს, ის საკვების სახით ზედმეტ კალორიებს იღებს.

7. ნუ მიეძალებით ტრენაჟორებს. ვარჯიშის დროს კუნთოვანი მასა იზრდება, შემდეგ კი ორგანიზმი მეტ საკვებს მოგთხოვთ. დიეტის დროს საუკეთესო სპორტი ფეხით სიარულია, ოღონდ არანაკლებ 4 კმ-ის დღეში.

თუ ამ წესებს დიეტასთან ერთად დაიცავთ აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგს!

წყარო: http://www.gzapress.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები