“სელფები” და “რელფები” ანუ ვის ეკუთვნის საავტორო უფლება?

“სელფებს” მაიმუნებიც იღებენ –

“სელფი” ერთი ადამიანის მიერ საკუთარი თავისთვის გადაღებული ფოტოა. პირველი სელფი მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაიღეს. 21-ე საუკუნის დასაწყისამდე ასეთ ფოტოებს გრძელი და კლასიკური სახელი — ფოტოგრაფიული ავტოპორტრეტი ერქვა.

GzaPress

ერთ-ერთი პირველი სელფი

 

დაახლოებით 100 წლის,  21-ე საუკუნის დასაწყისში “თვით ფოტოები” ერთ-ერთ ავსტრალიურ ინტერნეტფორუმზე “სელფშოტად” მოიხსენიეს. თავდაპირველად სელფები მხოლოდ my space-ს მომხმარებლების გატაცება იყო და სხვა სოციალურ ქსელებში, მათ შორის facebook-ში სელფების გამოქვეყნება ცუდ ტონად ითვლებოდა, თუმცა ინსტაგრამის გაჩენის შემდეგ არა მარტო სელფომანიამ მიაღწია ბუმს, არამედ თვით სიტყვა “სელფიც” ბრიტანელმა მეცნიერებმა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოდურ სიტყვად აღიარეს. სელფომანიით უმეტესად 18-24 წლის ახალგაზრდები არიან გატაცებული, თუმცა ის როგორც მოვლენა ყველა ასაკობრივ კატეგორიაშია გავრცელებული. გაჩნდა სელფის ახალი სახეობაც – რელფი, რომელსაც საყვარელ ადამიანთან (ინგლ.relationship selfie) ერთად გადაღებულ ავტოპორტრეტს უწოდებენ.

 

GzaPress

რომის პაპი ფრანცისკის სელფი ვატიკანის მნახველებთან ერთად.

 

GzaPress

ყველაზე პოპულარული სელფი ელენ დეჯენერესმა გადაიღო 1914 წელს ოსკარის ცერემონიის დროს და მაშინვე ატვირთა ტვიტერზე. გამოქვეყნებიდან ერთ საათის განმავლობაში ტელეწამყვანის ფოლოვერებმა ფოტო 1,3 მილიონჯერ მოიწონეს.

 

GzaPress

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სელფია ინდონეზიის ჯუნგლებში ფოტოგრაფ-ნატურალისტის დევიდ სლეიტერის ფოტოაპარატით  პავიანის მიერ შემთხვევით გადაღებული სელფი. ინტერნეტში დიდხანს მიდიოდა კამათი იმის შესახებ თუ ვის ეკუთვნოდა ფოტოზე საავტორო უფლება. საბოლოოდ ფოტო მეპატრონედ მაიმუნი იქნა აღიარებული.

სხვადასხვა გამოკვლებების თანახმად, რომლებიც ასევე ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ადამიანებს სოციალურ ქსელში ყველაზე მეტად სელფები აღიაზიანებთ. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო და ორიგინალურ სელფს, რომელთა ნაწილი სელფის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით არის გადაღებული, იმ იმედით რომ არ გაღიზიანდებით და კარგად იხალისებთ.

GzaPress

GzaPress

GzaPress

GzaPress

GzaPress

GzaPress

GzaPress

GzaPress

GzaPress

GzaPress

GzaPress

GzaPress

GzaPress

 

წყარო:http://www.gzapress.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები