6 ნიშანი იმისა, რომ მონათესავე სული იპოვეთ

1. მონათესავე სული და ნამდვილი სიყვარული ერთი და იგივე არ არის: მონათესავე სული შეიძლება, იყოს მეგობარი, ნათესავი, შეყვარებული. ზოგჯერ უბრალოდ ხედავთ მას და გესმით, რას ფიქრობს ან იცინით ერთად და გრძნობთ, რომ სულიერად ძალიან ახლოს ხართ ერთმანეთთან.

2. გეჩვენებათ, რომ ერთმანეთს მრავალი წელია, იცნობთ – ზოგჯერ ხედავთ ახალგაცნობილ ადამიანს და გგონიათ, რომ ერთმანეთს მრავალი წელია, იცნობთ.

შეიძლება, მხოლოდ ორჯერ შეხვდით ადამიანს, რომელიც განსხვავებული ეროვნებისაა, განსხვავებული აღმსარებლობის, მაგრამ, ამავდროულად, გრძნობთ, რომ ის ყველაზე კარგად გიგებთ და თქვენს აზრებს ყველაზე ღრმად სწვდება.

3. გაქვთ ერთნაირი ღირებულებები – შესაძლოა, განსხვავებული გემოვნება გქონდეთ, როცა ტანსაცმელს ან საკვებს ეხება საქმე, მაგრამ გქონდეთ საერთო მორალური პრინციპები, პრიორიტეტები და ამით თქვენი ცხოვრება ძალიან ჰგავდეს ერთმანეთს. თქვენ გაქვთ საერთო ღირებულებები და საერთო მსოფლაღქმა.

4. მასში საკუთარ თავს ხედავთ – თქვენ მას ისევე კარგად უგებთ, როცა უყურებთ, ფიქრობთ სარკეში ხედავთ საკუთარ თავს, თქვენს სულს ხედავთ, რა თქმა უნდა და არა – ვიზუალს.

5. ერთად ნამდვილი შემოქმედები, საოცრად კრეატიულები ხართ – ახლო სულიერი კავშირი და მსგავსი მსოფლმხედველობა გაძლევთ უდიდეს პოტენციალს, რომ გააკეთოთ რაღაც ახალი, კრეატიული, შექმნათ ერთად რაიმე.

6. არ გსურთ ერთმანეთის შეცვლა – ერთნაირიები ხართ. თუ ერთმანეთის შეცვლას გადაწყვეტთ, აღარ გექნებათ ერთნაირი ხედვები. არცერთ თქვენგანს ეს არ სურს.

კომენტარები

სხვა სიახლეები