მსოფლიოს პირველი, ერთსქესიანი ქორწინებიდან 20 წლის შემდეგ, ჰოლანდიელმა წყვილმა ისტორიული იუბილე აღნიშნა

2001 წლის აპრილში ჰოლანდიაში, პირველად, ერთსქესიანთა ოთხი წყვილი დაქორწინდა. მათ შორის იყვნენ გერტ კასტეელი და დოლფ პასკერი. წელს წყვილმა, პანდემიის გამო, იუბილე ვიწრო წრეში, ოჯახურ გარემოში აღნიშნა.

,,როიტერის,, ცნობით, წყვილი ამაყობს, რომ მათ შექმნეს ისტორია და სწორედ მათი ქორწინების შემდეგ ბევრ სხვა ქვეყანაშიც დაკანონდა ერთსქესიანთა ქორწინება.

”სასიამოვნოა სხვა ხალხისთვის ნათქვამი, ის ჩემი ქმარია…ჩვენ შევქმენით ისტორია”, – ამბობს წყვილი.

2000 წელს დეპუტატმა, რომელმაც მხარი დაუჭირა ჰოლანდიაში ერთსქესიანთა ქორწინებას, განაცხადა, რომ ეს იქნებოდა სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი.
2001 წლიდან 29 ქვეყანამ დაადასტურა ერთსქესიანთა ქორწინება, მათ შორის, შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, ევროპის უმეტესი ნაწილი, სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია, ავსტრალია, მექსიკა, კოლუმბია და ტაივანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები