2018 წლის ყველაზე საშიში ფილმები – Forbes -ის რეიტინგი

ჟურნალმა Forbes-მა 2018 წლის ყველაზე საშიში და საშინელი ფილმების რეიტინგი შეადგინა.
რეიტინგის ლიდერი რეჟისორ ალი ალისტერის სადებიუტო ნამუშევარი „რეინკარნაცია“ გახდა. ფილმმა მსოფლიო გაქირავებაში 80 მილიონი დოლარი მოაგროვა მაშინ, როცა მისი ბიუჯეტი მხოლოდ 10 მილიონ დოლარს შეადგენდა.
რეიტინგის მეორე ადგილს ფანტასტიკური თრილერი „წყნარი ადგილი“ იკავებს.
მესამე ადგილი კომედიამ „ბოდიში შეწუხებისთვის“ დაიკავა. კინოკრიტიკოსების აზრით, რეჟისორს დესპოტური სამყარო და აბსურდის გადმოცემის უნარი დაეხმარა სასაცილო ისტორიისგან საშიში ფილმი შეექმნა.
ტოპ ხუთეულში ასევე მოხვდა დევიდ გორდონ გრინის რიმეიქი „ჰელოუინი“ და სამეცნიერო-ფატასტიკური ჰორორი „ანიგილიაცია“, რომლის რეჟისორიც ალექს გარლენდია.

კომენტარები

სხვა სიახლეები