ვინ არის პატარძალი, რომელიც ქედაში ავარიას ემსხვერპლა

ქედაში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. სავარაუდოდ, დაშავებული მართავდა ავტომობილს, რომელიც მოსახვევში ბოძს შეეჯახა.
ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის შედეგად, 22 წლის იამზე ჯუმუშაძე და 12 წლის ლუკა წულუკიძე გარდაიცვალნენ.
არსებული ინფორმაციით, ელზა ჯუმუშაძეს გუშინწინ, ბათუმში ქორწილი ჰქონდა და ქედაში, სოფელში სახლში ბრუნდებოდა. გარდაცვლილი 12 წლის ლუკა წულუკიძე იამზე ჯუმუშაძის მულიშვილი იყო.
ელზა ჯუმუშაძე გუშინწინ, ალეკო თავდიგიძეზე დაქორწინდა.
ელზა ჯუმუშაძე პროფესიით ფარმაცევტი იყო და სააფთიაქო ქსელ “პსპ”-ს ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში მუშაობდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე -5 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები