13 წლის ძმისშვილის მკვლელს ბრალდება მოეხსნა – რატომ დახურა სასამართლომ საქმე

რუსთავში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმე დაიხურა. სასამართლომ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალდება მოუხსნა. ვალერ ირაძეს სასამართლომ ორწლიანი იძულებითი მკურნალობა ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განუსაზღვრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბრალდებული ირემაძე, დანაშაულის ჩადენის დროს, ვერ აკონტროლებდა საკუთარ ქმედებას. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას დაედგინა ეპილეფსიური ფსიქოზი, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება .

წყარო:http://dianews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები