12 რჩევა, როგორ დავიბრუნოთ სამუშაო განწყობა დღესასწაულების შემდეგ

ახალი წლიდან ზოგი გახდომას აპირებს, ზოგი ახალი ბიზნესის დაწყებას.

ჩვენ კი გთავაზობთ 12 რჩევას, როგორ დაიბრუნოთ სამუშაო განწყობა დღესასწაულების შემდეგ და როგორ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, აიმაღლოთ შრომისუნარიანობა და უამრავი თავისუფალი დრო გამონახოთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობისთვის.

1. აკონტროლეთ დრო

ზოგჯერ თავადაც გიკვირთ, რამდენ დროს უთმობთ “ფეისბუქს” ან სხვა სოციალურ საიტს. დაინიშნეთ დრო, მაგალითად, ნახევარი საათი ან 40 წუთი, რათა ყველა თემას გაეცნოთ და დრო მუშაობისთვისაც დაგრჩეთ და სხვა სასიამოვნო საქმიანობისთვისაც.

2. შესასრულებელი საქმეების სია

აუცილებლად შეადგინეთ შესასრულებელი საქმეების სია, დღის განრიგი, გეგმა, – გვირჩევს ავტორი წიგნისა “4-საათიანი სამუშაო კვირა” ტომ ფერერი. მისი აზრით, სიაში პირველად ის საქმე უნდა ჩავწეროთ, რომლის დაწყებაც ყველაზე მეტად გვიჭირს ან გვეშინია. მისი შესრულების შემდეგ კი ყველა დანარჩენ საქმეს მარტივად გაართმევთ თავს.

3. აწარმოეთ დღიური

ჩაიწერეთ ყველა იდეა, გეგმა, დავალება, განსახორციელებელი საქმეები, საყიდლები, ზარები. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ დღის განმავლობაში და რაც არ უნდა გამოგრჩეთ.

4. ადრე გაიღვიძეთ

თუ ბიზნესში, სწავლაში ან სხვა ნებისმიერ საქმიანობაში წარმატების მიღწევა გსურთ, დილით ადრე გაღვიძება უნდა ისწავლოთ, რადგან ლოგინში კოტრიალობაზე დასაკარგი დრო არ გაქვთ. ეს დრო შეგიძლიათ სასიამოვნო, აუცილებელ საქმიანობას დაუთმოთ. თავდაპირველად ცოტა გაგიჭირდებათ, მაგრამ ცოტა ხანში ორგანიზმი ახალ განრიგს მიეჩვევა.

5. ხშირად სვით წყალი

სამუშაო მაგიდაზე მუდამ იქონიეთ წყლით სავსე ჭიქა ან ბოთლი და არც მისი სმა დაგავიწყდეთ. წყალი კონცენტრირებაში, გონების გააქტიურებაში გეხმარებათ.

6. დაისვენეთ ხოლმე

რასაც უნდა აკეთებდეთ, დროთა განმავლობაში კომპიუტერს, სამუშაო მაგიდას უნდა მოშორდეთ, გაიარ-გამოიაროთ; თუ შენობიდან გასვლის საშუალება არ გაქვთ, ფანჯარასთან მიხვიდეთ, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქოთ.

7. დააკონკრეტეთ დრო

საკუთარ თავს ახალი კანონი დაუწესეთ. “ამ წიგნის წაკითხვას ხვალ საღამოს უნდა მოვრჩე”; “ეს სამუშაო 6 საათამდე უნდა დავასრულოთ”. შექმენით განრიგი, ჩაიწერეთ სამუშაოს დაწყების და დასრულების დღე, დრო და ეცადეთ, არ დაარღვიოთ იგი. ამით დროსაც მოიგებთ და მეტად დაკვირვებულად, მობილიზებულად იმუშავებთ.

8. მოაწესრიგეთ სამუშაო მაგიდა

მაგიდაზე უნდა გქონდეთ მხოლოდ მუშაობისთვის აუცილებელი ნივთები. უაზროდ მიმოფანტულ საგნებში შეიძლება ან სათვალეს ვერ მიაგნოთ, ან საწერ-კალამს. თქვენ კი დასაკარგავი დრო არ გაქვთ, წესრიგი მაგიდაზეც გჭირდებათ და გონებაშიც.

9. 15-წუთიანი მუსიკალური პაუზა

მუშაობის ან სწავლის დროს მუსიკის მოსმენას ვერ მოახერხებთ. სამაგიეროდ, შეგიძლიათ 15-წუთიანი შესვენება მოიწყოთ, რათა საყვარელ კომპოზიციას მოუსმინოთ და განწყობა აიმაღლოთ.

10. გამოიძინეთ

ნუ გაათენებთ ღამეს სოციალურ ქსელში ჭორაობის, ფილმის ყურების ან სხვა საქმიანობის გამო. ეცადეთ, ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და დილით ადრე გაღვიძებულმა გააგრძელოთ ძილის წინ შეწყვეტილი საქმიანობა.

11. ნაკლები სამუშაო

არ მოგეჩვენათ, სამუშაოსაც უნდა კონტროლი. ნუ გგონიათ, რომ ბევრი სამუშაო ბედნიერებას მოგიტანთ. ეცადეთ, ისე იმუშაოთ, რომ გართობისთვისაც დაგრჩეთ დრო და მეგობრებთან შეხვედრებისთვისაც.

12. ნუ გამოტოვებთ ჭამას

რა საქმესაც უნდა აკეთებდეთ, როგორი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვისაც უნდა ემზადებოდეთ, გახსოვდეთ, ერთსა და იმავე დროს ისაუზმეთ, ისადილეთ და ივახშმეთ. თუ კუჭს დაიავადებთ, ვერც სამსახური გიშველით და ვერც მნიშვნელოვანი შეხვედრა.

წყარო: marao.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები