10 რამ, რასაც ქალები კაცებზე უკეთ აკეთებენ

თანამედროვე სამყაროში დღითიდღე იზრდება ქალის როლი სხვადასხვა ასპექტში. თუმცა ხშირად გვესმის, რომ ქალები მამაკაცებზე სუსტები არიან. მაინც რას აკეთებენ ქალები მამაკაცებზე უკეთ?

1.სტრესს უმკლავდებიან – მოულოდნელი სირთულის შემთხვევაში სტანდარტული ქალბატონი პრობლემის განხილვაში რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჩართავს, მამაკაცი კი თავის ემოციებს არ გამოამჟღავნებს.
მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მამაკაცები უფრო ცუდად უმკლავდებიან სტრესულ სიტუაციას, ბუფალოს (აშშ) უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევებიც ამყარებს. სტრესის მიმართ ქალის მეტი ამტანობის მიზეზად მეცნიერები ჰორმონ “ესტროგენს” ასახელებენ, რომელიც ბლოკავს ზედმეტი დაძაბულობისგან წარმოშობილ ნეგატიურ სიმპტომებს.

2. საუბარში ერთვებიან – ქალები მეტად კონტაქტურები არიან, ვიდრე მამაკაცები. მეცნიერება ამ ფენომენს ადვილად ხსნის: საქმე ეხება მეტყველების ცენტრს, რომელიც ადამიანის თავის ტვინში მდებარეობს – მამაკაცებს ეს ცენტრი ერთი აქვთ და განთავსებულია ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში, ქალებში კი მეტყველებაზე ორი ცენტრია პასუხისმგებელი, რომელთაგან შედარებით დიდი მარცხენა ნახევარსფეროშია, მომცრო კი – მარჯვენაში. თუკი მამაკაცი მეტყველებას ინფორმაციის გადაცემად აღიქვამს, ქალი მას უფრო ემოციურ მნიშვნელობას სძენს. სტატისტიკური ანალიზის მიხედვით, ქალი ადვილად წარმოთქვამს დღეში 8000-მდე სიტყვას, იყენებს 3000-მდე ბგერას და 10 000-მდე არავერბალურ სიგნალს. მამაკაცი წარმოთქვამს დღეში 4000-მდე სიტყვას, გამოსცემს 2000-მდე ბგერას და აკეთებს 3000-მდე ჟესტს.

3.არჩევენ ფერებს – როგორც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, მამაკაცებს უჭირთ ყვითლის, მწვანისა და ლურჯის ტონების განსხვავება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ კაცს და ქალს ვუჩვენებთ ფორთოხალს, კაცისთვის ის იქნება “უფრო წითელი”. ქალები საუბარში სხვადასხვა ტონალობებზე ლაპარაკობენ: “ტალღისფერი”, “ქვიშისფერი”, “ღია ყავისფერი”, “შეშინებული თაგვისფერი” და სხვ. მამაკაცები კი ძირითად ფერებს ახსენებენ: წითელი, თეთრი, ლურჯი. ფილოსოფოს იზრაილ აბრამოვის თქმით, განსხვავებული სქესის წარმომადგენლების მიერ სხვადასხვაგვარი აღქმა არ შეიძლება განსხვავებული თვალის აგებულებით ავხსნათ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ამუშავებს მხედველობის ორგანოსგან მიღებულ სიგნალებს ტვინი ჰორმონ ტესტოსტერონის ზეგავლენით.

4. მრავალ ამოცანას ერთდროულად უმკლავდებიან – ცნობილია, რომ ქალები უკეთ ართმევენ თავს მრავალ ამოცანას ერთდროულად, მაშინ, როცა მამაკაცებს ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი საქმის კეთება შეუძლიათ. მიზეზი ისევ ტვინის აგებულებაა. დანიელმა მკვლევარმა, ბერტ პაკენბერგმა გაარკვია, რომ მამაკაცის ტვინში ოთხი მილიონი უჯრედით მეტია, მაგრამ ტესტირების დროს ქალები 3%-ით უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. აღმოჩნდა, რომ ამაში “დამნაშავეა” ე.წ. ტვინოვანი ქსოვილი, რომელიც ერთგვარი “სადენის” როლს ასრულებს თავის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს შორის. ქალებს ტვინოვანი ქსოვილი უფრო სქელი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს, შეერთებებიც მასში 30%-ით მეტია. მამაკაცების ტვინი სპეციალიზირებულია და დაყოფილია განსაზღვრულ ნაწილებად. ნახევარსფეროებს შორის ნაკლები შემაერთებლების გამო მამაკაცს ხარისხიანად მხოლოდ ერთი საქმის გაკეთება შეუძლია და მთლიანად კონცენტრირდება მასზე. ქალს კი შეუძლია რადენიმე საქმით იყოს დაკავებული – ამზადოს სადილი, ბავშვებს მიაქციოს ყურადღება, ილაპარაკოს ტელეფონზე, ქსოვოს. თუ მამაკაცი კითხულობს, იმ დროს მას თითქმის არ ესმის. ხოლო თუ კაცს წვერის გაპარსვის დროს დაელაპარაკებით, დიდი ალბათობაა, რომ კანი გაეჭრას.

5. კამათობენ – ქალის ლოგიკა შექმნილია იმისათვის, რომ კამათში გაიმარჯვოს. მაშინაც კი, როცა ქალს არგუმენტები გამოელევა, მას მაინც შეუძლია გაიმარჯვოს. როგორ ხდება ეს? მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის პროფესორის, ბეკლემიშევის მიერ გამოვლენილი ქალური ლოგიკის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატის მიხედვით, თუ მტკიცებულებს წინააღმდეგობა არ მოჰყვება, ესე იგი დადასტურებულია. მაშინაც კი, თუ თანამოსაუბრემ კამათი შეწყვიტა იმის გამო, რომ თავად კამათი უაზროდ მიაჩნია. თუ ბოლო სიტყვა თქვა ქალმა, – ესე იგი მან მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბოლო სიტყვა შეიძლება სულაც არ იყოს არგუმენტი. ყველაზე დასაბუთებული სიტყვები შეიძლება გაქარწყლებულ იქნას უბრალო ფრაზებით: “მერე რა” ან “ასეთი რამ არ მახსენდება”. ქალისთვის მნიშვნელოვანია არა პასუხის შინაარსი, არამედ ბოლო სიტყვის თქმა. ქალების უმრავლესობას უყვარს დისკუსიის დროს კონტრდარტყმის მიყენება საუბრის სხვა სიბრტყეში გადატანით, ისეთი მაგალითის მოყვანით, რომელსაც კამათთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ ქალს მნიშვნელოვანი ეჩვენება: “კი, ვიცი, რომ უვარგისი დედა ვარ, მაგრამ შენ გამუდმებით მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ!”. ამის შემდეგ ოპონენტს უკვე თავდაცვა მოუწევს და იმის მტკიცება, რომ ეს ასე არაა, თავდაპირველი კამათის თემა კი დაიკარგა.

6.მართავენ მანქანას – სტატისტიკის მიხედვით ქალები მანქანას უფრო ყურადღებით ატარებენ, ვიდრე მამაკაცები. ეს ნაწილობრივ იმითაც აიხსნება, რომ ქალს კარგად აქვს განვითარებული პერიფერიული მხედველობა. ბევრ ქალში იგი 180º-ს აღწევს, ამიტომაც მანქანის ტარებისას ქალებს იშვიათად მოსდით გვერდითი შეჯახებები და თავის მოუტრიალებლად შეუძლიათ თვალყური ადევნონ გვერდით მჯდომს ან ბავშვს. მამაკაცის ტვინი კი უზრუნველყოფს ე.წ. გვირაბულ მხედველობას: ხედავს “მიზანს”, მხოლოდ იმას, რაც წინ მდებარეობს და არ ფანტავს ყურადღებას წვრილმანებზე. სწორედ ამგვარი ვიწრო მხედველობის გამო მამაკაცები უფრო ხშირად ხვდებიან ავტოავარიებში.

7.მოქნილები არიან – ქალები გენეტიკურად უფრო მოქნილები არიან, ვიდრე მამაკაცები. ეს დაკავშირებულია დედობის ფუქციასთან – ქალის სახსრებსა და კუნთებს მეტი ელასტინი გააჩნიათ, ვიდრე კოლაგენი. ამის მიზეზია ის, რომ ქალის სხეულში გამომუშავდება გაცილებით მეტი რაოდენობით ნივთიერება გიალურანიდაზა, რომელიც პასუხისმგებელია ელასტინის წარმოქმნაზე.

8. უკეთესი სმენა აქვთ – ქალები უკეთ არჩევენ მაღალი სიხშირის ბგერებს. ერთი კვირის გოგონას უკვე შეუძლია დედის ხმის გარჩევა და ესმის სხვა ახალშობილის ტირილი. ბიჭუნებს ეს არ შეუძლიათ. ქალები მამაკაცებზე უკეთ გრძნობენ ტონალობის შეცვლას და ამიტომ კარგად ხვდებიან, როდის იტყუება მამაკაცი. ქალს და მამაკაცს ძილის დროსაც სხვადასხვაგვარი სმენა აქვთ: მამაკაცის ტვინის ელექტრული აქტივობა ძილში 70%-ით ვარდება (ის ხომ მონადირეა და სახლში მოსულმა რაც შეიძლება კარგად უნდა დაისვენოს და გამოიძინოს), ქალებში კი ძილის დროს ტვინის აქტივობა ხოლოდ 10%-ით მცირდება, რადგან იგი გამუდმებით “იცავს” სახლსა და ბავშვებს.

9. უკეთესი ყნოსვა აქვთ – ქალს შეუძლია არა მხოლოდ დამწვრის ოდნავი სუნიც კი ამოიცნოს, არამედ ფერომენების სუნის გარჩევაც შეუძლია. უფრო მეტიც, ქალის ტვინს შეუძლია “წაიკითხოს” მამაკაცის სუნი და გაშიფროს, რამდენად ძლიერი იმუნიტეტი აქვს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ გაშიფვრის ამ პროცესისთვის ქალს მხოლოდ სამი წამი სჭირდება. თუ თავად ქალის იმუნური სისტემა კაცისაზე სუსტი აღმოჩნდება, ქალბატონი მამაკაცს სექსუალურად მიმზიდველად ჩათვლის.

10. იმახსოვრებენ – ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევა და აღმოაჩინეს, რომ ქალებს მეხსიერება გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული, ვიდრე მამაკაცებს. შესაძლოა ამის გამო ქალბატონებს არასოდეს ავიწყდებათ ქორწილის წლისთავები, დაბადების დღეები და რამდენიმე წლის წინ მომხდარი ჩხუბიც კი. კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეამოწმეს 4500 ადამიანის მეხსიერება დაა აღმოაჩნდა, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით უკეთ იმახსოვრებენ ინფორმაციას. გაირკვა ისიც, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლე გოგონები მასალას თანაკლასელ ბიჭებზე უკეთ ითვისებენ. საბოლოო დასკვნები იმის შესახებ, თუ რატომ ხდება ეს, მეცნიერებს ჯერ არ გააჩნიათ. სავარაუდოდ ყველაფერი ისევ და ისევ ჰორმონულ თავისებურებებსა და ტვინის სტრუქტურაშია.

კომენტარები

სხვა სიახლეები