„შვილი, რომელსაც ცხრა თვე მუცლით ვატარებდი მომიკლეს“ – შვილმკვდარი დედის ემოციური წერილი მოსამართლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ 18 წლის მ.ჯ-ს, რომელმაც 27 ნოემბერს ლისის ტბასთან ავტოავარიის შედეგად წლინახევრის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოზე პროკურორმა შვილკმდარი დედის ემოციური წერილი წაიკითხა.” „გაფიქრებაც კი მზარავს იმისა, რომ შვილი აღარ მყავს. შვილი, რომელსაც ცხრა თვე მუცლით ვატარებდი, დღეებს ვითვლიდი, რომ გულში ჩამეკრა, მომიკლეს. შვილი, რომლის თვალებშიც ვხედავდი ჩემს ბედნიერებას. მზე, რომელიც მხოლოდ ჩემთვის ანათებდა 27 ნოემბერს სამუდამოდ დამიბნელეს. ეს ტრაგედია, სამწუხაროდ მხოლოდ ტასუნას გარდაცვალებით არ დასრულებულა. ამ ტრაგედიამ დიდი დაღი დაასვა ჩემს უფროს შვილებს. მას შემდეგ პანიკური შიში აქვთ ავტომანქანის, გარეთ გასვლის, განათებულ ოთახში მარტო დარჩენის. მას შემდეგ ცალ-ცალკე ლოგინშიც ვეღარ წვებიან და ერთად წვანან. რთულია ჩემთვის, როგორც დედისთვის გააზრება იმისა, რომ ამ ტრაგედიამ დაანგრია ჩემი ორი შვილის ფსიქიკა და სამუდამოდ გააჩერა ტასუნას გულის ცემა. ყოველდღე ვუყურებ მის ხელუხლებელ ლოგინს, უჯრაში ჩალაგებულ ტანსაცმელს და მიჭირს გავაცნობიერო რომ ვიღაცის უპასუხისმგებლო გართობას შეეწირა ჩემი ტასუნას სიცოცხლე, რომ ის აღარასოდეს შემომანათებს თავის ცისფერ, ბრჭვიალა თვალებს. აღარასოდეს გამაცილებს ტკბილი კოცნით სახლიდან და აღარასოდეს დამხვდება სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს შეძახილებით – დედა“, – წერს გარდაცვლილი გოგონას დედა ლანა უნდილაშვილი. წყარო: “პრაიმტაიმი”

კომენტარები

სხვა სიახლეები