10 ნაბიჯი მამაკაცის საოცნებო ქალბატონობამდე

ადამიანების გემოვნება მრავალფეროვანია, არ გააჩნია საზღვრები და ჩარჩოები, თუმცა ადამიანების ფსიქოლოგიაში მაინც არის მასობრივი ელემენტები, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ 10 ნაბიჯი ჩვეულებრივი დიასახლისობიდან, მამაკაცის საოცნებო ქალბატონობამდე.
1.  დამოუკიდებელობა
მამაკაცები ბუნებით მონადირეები არიან, მათ კარგად შეუძლიათ სიტუაციის სწორად შეფასება, უყვართ ქალები, რომლებიც თავად ზრუნავენ საკუთარ თავზე, მყარად დგანან მიწაზე და ეყრდნობიან მხოლოდ საკუთარ თავს. მამაკაცები აცნობიერებენ, რომ ასეთი ქალის მოპოვება რთულია, რაც მონადირის ინსტინქტს ააქტიურებს.
2.ურთიერთობები პირადი ცხოვრების მიღმა
ეს თვისება შენს დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. გყავდეს მეგობრები, დაიწყე ახალი ურთიერთობები, შეიძინე კარგი ნაცნობები. ის დააფასებს სხვების დამოკიდებულებასა და პატივისცემას შენ მიმართ.
3.იზრუნე საკუთარ თავზე
კაცები აფასებენ იმას, თუ როგორ უვლი საკუთარ თავს. იყავი ჰიგიენური, იცხოვრე ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებით.
4.იყავი დადებითი აურის მატარებელი
ყველა ადამიანს აქვს აურა, და ისინი გრძნობენ იმ ენერგიას, რომელსაც შენ ატარებ. იყავი მზე და აფრქვიე პოზიტივი მაშინაც კი, როცა ფიქრობ, რომ ყველაფერი ცუდადაა. ერთ ღიმილს შეუძლია შეცვალოს შენი და სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ.
5.ენდე
ენდე საკუთარ მეორე ნახევარს და ის ამისთვის ორჯერ უფრო მეტად შეგიყვარებს.
6.იყავი იუმორით სავსე
კაცებს უყვარს ქალები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარ თავსაც კი დასცინონ.
7.თვითკონტროლი
კაცებს უყვართ ქალები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი თავის ხელში აყვანა ყველაზე მძიმე მომენტებშიც კი.
8.არ დასწიო შენი „სტანდარტები“
გქონდეს შენი მორალი და არასოდეს უღალატო მას, კაცებს უყვართ ქალები, რომლებმაც ზუსტად იციან, რა უნდათ ცხოვრებისაგან.
9.არ შეეჯიბრო სხვა ქალს
თუ საკუთარ თავში საკმარისად დარწმუნებული ხარ, არ არსებობს იმის საჭიროება, რომ შეეჯიბრო სხვა ქალს. თვითდაჯერებულობა კი ქალის ყველაზე დიდი პლუსია.
10.იყავი კეთილი
გიყვარდეს ადამიანები. იყავი ქვრივების, ობლების, გაჭირვებულების გულშემატკივარი. დიდსულოვნება არა მარტო მამაკაცების, არამედ ქალბატონების თვალშიც ღირსეულ ინდივიდად წარმოგაჩენთ, ხოლო ამპარტავნება – პირიქით.

გზა ხსნილია საოცნებო ქალბატონობამდე.

კომენტარები

სხვა სიახლეები