ჯადო თუ დალოცვა?!- რა დახვდა შორენა ბეგაშვილის სახლის კართან(ფოტო)

მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს, სადაც მისი თქმით სანთლით გამოსახული ჯვარი ჩანს.

“არ ვიცი აქ რამდენად ჩანს, მაგრამ დღეს კარებს რომ ავხედე სანთლით დახატული ჯვარი დამხვდა. ავადმყოფ სხეულში ავადმყოფი სულია!”,- წერს ბეგაშვილი ფოტოს აღწერაში.

ბეგაშვილის პოსტს სოციალური ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პოსტს ასევე ტელეწამყვანმა იუნა შაფათავა გამოეხმაურა და ბეგაშვილს ლოცვების კითხვა ურჩია.

“ყოველ საღამოს კიპრიანე და იუსტინას ლოცვას ვკითხულობ. არ დაგეზაროს გააკეთე. ვერ მოგერევა ვერავინ წაიღეს ტვინი რა”, – წერს შაფათავა კომენტარებში.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები