“ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც” – ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი

ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე, მუდ­მი­ვად შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლად ვგრძნობ თავს და იქ­ნებ, ვინ­მე რჩე­ვე­ბით და­მეხ­მა­რო­სო, ვი­ფიქ­რე, რომ მას მარ­თ­ლაც სჭირ­დე­ბო­და დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ მი­სი მოს­მე­ნის შემ­დეგ ვფიქ­რობ, რომ ქალ­ბა­ტონ მა­ნო­ნის მოს­წონს და­ჩაგ­რუ­ლის როლ­ში ყოფ­ნა. ჰგო­ნია, რომ ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბის სა­თა­ვე სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რე­ბაა და თუ ამ პრობ­ლე­მას მო­ევ­ლე­ბა, მის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვ­ლე­ბა.
– უკ­ვე 10 წე­ლია, რაც ქმარ­თან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მაქვს და ამას ოჯა­ხის წევ­რებს ვუ­მა­ლავ, უფ­რო სწო­რედ, ქმრის ნა­თე­სა­ვებ­მა ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან, ჩე­მებს ვუ­მა­ლავ, რომ ცუ­დად ვარ. გა­რეთ რომ გავ­დი­ვარ, ბევრს ჰგო­ნია, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი არა­ვინ არის, მაგ­რამ შინ მი­სულს ხში­რად მი­წევს დამ­ცი­რე­ბის, შე­უ­რაცხ­ყო­ფის ატა­ნა და ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც. ად­რე ცრემ­ლებს ვერ ვმა­ლავ­დი, ახ­ლა ვი­ცი, თუ ვი­ტი­რებ, შე­იძ­ლე­ბა მომ­ხ­ვ­დეს კი­დეც, რად­გან ჩემს ქმარს ჩე­მი ქა­ლუ­რი სი­სუს­ტე მხო­ლოდ აღი­ზი­ა­ნებს.
– რის გა­მო გიბ­რაზ­დე­ბათ ხოლ­მე ან რა­ტომ ით­მენთ დამ­ცი­რე­ბას?

– რა ვი­ცი, შე­უძ­ლია, ნე­ბის­მი­ერ წვრილ­მან­ზეც კი გა­მიბ­რაზ­დეს. თუმ­ცა, ასე მა­შინ იქ­ცე­ვა, რო­ცა მარ­ტო ვართ. თუ სახ­ლ­ში სტუ­მა­რი ან მე­ზო­ბე­ლია, თაფ­ლი­ვით ტკბე­ბა, რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვ­ლე­ბა კა­ცი. აბა, კაი დე­დის შვი­ლი ვარ და რა­ი­მე შე­ვიმ­ჩ­ნიო, უგუ­ნე­ბო­ბა შე­მატყოს ვინ­მემ, შე­იძ­ლე­ბა იმ სა­ღა­მოს არც და­მა­ძი­ნოს. უკ­ვე არ ვი­ცი, ეს კა­ცი ჯან­მ­რ­თე­ლია თუ არა. ეჭ­ვი მე­პა­რე­ბა, რომ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. რა­ტომ ვუთ­მენ? ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მიყ­ვარს, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა და იმი­ტო­მაც, რომ შე­ვეჩ­ვიე მას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბას. ბევ­რ­ჯერ, ოც­ნე­ბებ­ში მი­მი­ტო­ვე­ბია, მაგ­რამ ყო­ვე­ლი ოც­ნე­ბა იმით დას­რუ­ლე­ბუ­ლა, რომ სახ­ლი­დან გა­მოქ­ცე­ულს, უკან დამ­დევ­ნე­ბია, მომ­ფე­რე­ბია და მას მე­რე ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა დაწყე­ბუ­ლა. ჩემს ოც­ნე­ბა­შიც კი, მის გა­რე­შე გა­ტა­რე­ბუ­ლი წუ­თიც გა­უ­საძ­ლი­სია. შე­იძ­ლე­ბა ახ­ლა ვი­ღა­ცამ ჩემ­ზეც თქვას, ეს ქა­ლი ავად­მ­ყო­ფია, რა­ებს ლა­პა­რა­კობ­სო, მაგ­რამ მარ­თ­ლა მიყ­ვარს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლა­დობს ჩემ­ზე. ბო­ლოს და ბო­ლოს, პირ­ვე­ლი კლა­სი­დან გვიყ­ვარ­და ერ­თ­მა­ნე­თი. წლე­ბია, ერ­თად ვცხოვ­რობთ. თა­ვი­დან ასე­თი კი არ იყო. ძა­ლი­ან კარ­გი შე­ყვა­რე­ბუ­ლი და მე­რე კარ­გი ქმა­რი გახ­ლ­დათ.
– აბა, შემ­დეგ რამ შეც­ვა­ლა?

– ცხოვ­რე­ბამ. მა­ტე­რი­ა­ლურ­მა პრობ­ლე­მებ­მა და იმა­ნაც იქო­ნია გავ­ლე­ნა, რომ შვი­ლი არ გვე­ყო­ლა. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე იმის­თ­ვის, რომ პა­ტა­რა გვყო­ლო­და, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვი­და. მე­რე გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ბავ­შ­ვი აგ­ვეყ­ვა­ნა. ავიყ­ვა­ნეთ კი­დეც და ახ­ლა ჩვე­ნი ბი­ჭი 10 წლი­საა. თა­ვი­დან ბავ­შ­ვი კარ­გად მი­ი­ღო, მაგ­რამ მე­რე არ ვი­ცი, რა ბზიკ­მა უკ­ბი­ნა და მის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და, სმა და­იწყო, მე­რე ჩემ­ზეც აუც­რუვ­და თით­ქოს გუ­ლი. თა­ვი­დან ვფიქ­რობ­დი, ეტყო­ბა, სხვა ქა­ლი ჰყავს და აღარ ვუყ­ვარ­ვარ-მეთ­ქი, მაგ­რამ მივ­ხ­ვ­დი და ახ­ლა დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩემ გარ­და არა­ვინ ჰყავს. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ისევ გვაქვს. რო­გორც უმუ­შევ­რებს, სა­ხელ­მ­წი­ფო გვიხ­დის სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს ის თან­ხა არ არის, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ოჯა­ხი თა­ვის რჩე­ნას და სურ­ვი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას შეძ­ლებს. ჰო­და, ვწვა­ლობთ ისე, რო­გორც ბევ­რი სხვა ქარ­თ­ვე­ლი.
– და­მი­კავ­შირ­დით თხოვ­ნით: მინ­და, ჩემ შე­სა­ხებ და­ბეჭ­დოთ და იქ­ნებ, ვინ­მე რჩე­ვით მა­ინც და­მეხ­მა­რო­სო, ახ­ლა კი მიყ­ვე­ბით ამ­ბავს და თან ცდი­ლობთ, გა­ა­მარ­თ­ლოთ იმ ადა­მი­ა­ნის საქ­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც გაწ­ვა­ლებთ… ანუ გე­ში­ნი­ათ მი­სი და­კარ­გ­ვის და ჩე­მი აზ­რით, რაც უნ­და გირ­ჩი­ონ, არა­ვის აზრს არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ.

– იცით, მე რჩე­ვა ქმარ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი არ მინ­და, არა­მედ, მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩვენს ოჯახ­ში ეს კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი რო­გორ უნ­და დავ­ძ­ლი­ოთ. ვინ­მე თუ ყო­ფი­ლა მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­ცა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა ყელ­ში უჭერ­და და რო­გორ დას­ძ­ლია ეს მდგო­მა­რე­ო­ბა? უფუ­ლო კაც­მა, რო­გორ უნ­და წა­მო­იწყოს რა­ი­მე ბიზ­ნე­სის მაგ­ვა­რი? ოჯა­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად მზად ვარ, იმ საქ­მეს მოვ­კი­დო ხე­ლი, ად­რე და­მამ­ცი­რებ­ლად რომ მი­მაჩ­ნ­და. მსურს, ჩვე­ნი შვი­ლი ბედ­ნი­ე­რი იყოს. ძა­ლი­ან მინ­და, ჩემ­მა ქმარ­მა ის ძვე­ლე­ბუ­რად ჩა­ი­ხუ­ტოს და გულ­ზე მი­იკ­რას. იცით, ეჭ­ვი მღრღნის და უნ­და გა­გი­ზი­ა­როთ: მგო­ნია, მას ჩვენ მი­მართ გუ­ლი რომ აუც­რუვ­და, ამა­ში დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის ჩემს მულს, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­და ბავ­შ­ვის აყ­ვა­ნას. ჩემს ქმარს უთხ­რა კი­დეც, ვიდ­რე პა­ტა­რას შე­ვარ­ჩევ­დით: რად გინ­და სხვი­სი შვი­ლი, რო­ცა გარს გახ­ვე­ვია დის­შ­ვი­ლე­ბი, ძმის­შ­ვი­ლე­ბი. რა, მა­თი იმე­დი არ გაქ­ვ­სო? ერ­თი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი გვაქვს, ოღონდ, ღა­რი­ბუ­ლად მოწყო­ბი­ლი და ამა­საც და­ხარ­ბ­დ­ნენ. რო­გორც ჩანს, ჩემს მულს უნ­დო­და, ყვე­ლა­ფე­რი მის შვილს დარ­ჩე­ნო­და. ის ქვრი­ვია და ამი­ტო­მაც არ მო­ე­წო­ნა აზ­რი ბავ­შ­ვის აყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე. მაგ­რამ მე მა­ინც ჩე­მი გა­ვი­ტა­ნე და ქმა­რი და­ვა­ჯე­რე, რომ ჯო­ბია, ჩვე­ნი ერ­ქ­ვას, ვიდ­რე სხვის შვილს მი­ვან­დოთ ბე­დი-მეთ­ქი…
– თქვე­ნი მუ­ლი ალ­ბათ, გარ­დაც­ვ­ლი­ლი მე­უღ­ლის ოჯახ­ში ცხოვ­რობს…

– არა, ის ჩვენ­თან ცხოვ­რობს. ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მის მშობ­ლებს ვერ შე­ე­გუა და იმა­თაც, სახ­ლი­დან გა­მო­აგ­დეს… ისე­დაც ბუზღუ­ნამ, ბავ­შ­ვის მოყ­ვა­ნის დღი­დან უმა­ტა ჯაჯღანს. ძმას გა­მუდ­მე­ბით საყ­ვე­დუ­რობ­და: გა­დაჰ­ყე­ვი ამ სხვის ბავშვს, სა­კუ­თა­რი სის­ხ­ლი და ხორ­ცი კი და­ი­ვიწყე. ვაი, საბ­რა­ლო ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი, მა­თი და­ნა­ტო­ვა­რი ქო­ნე­ბა ღმერ­თ­მა იცის, ვის უნ­და დარ­ჩე­სო. ბრა­ზობ­და, რო­ცა მის შვილს ვერ ეფე­რე­ბო­და ბი­ძა, სა­კუ­თა­რი შვი­ლის გა­მო. არ მინ­და, ვინ­მეს ცი­ლი დავ­წა­მო, მაგ­რამ მის გარ­და, ჩემს უბე­დუ­რე­ბა­ში სხვას ვე­რა­ვის ვა­და­ნა­შა­უ­ლებ. თა­ნაც, რო­ცა ვცდი­ლობ, ქმარს სას­მე­ლი და­ვუ­მა­ლო, ჩემს მულს სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­მო­აქვს მის­თ­ვის არა­ყი ან ღვი­ნო. კა­ცი­ვით, სულ იმა­ზე ფიქ­რობს, ხი­ლი მო­აგ­რო­ვოს სო­ფელ­ში, რომ მე­რე არა­ყი გა­მო­ხა­დოს. მგო­ნია, ასე ჩემს ჯიბ­რ­ზე იქ­ცე­ვა, მე ხომ მი­სი სიტყ­ვა არაფ­რად ჩა­ვაგ­დე და პა­ტა­რა ბი­ჭი ვიშ­ვი­ლე. ალ­ბათ, ესაა მი­ზე­ზი, რომ ისიც ჯიბ­რ­ში ჩა­მიდ­გა და რო­ცა ქმა­რი მეჩხუ­ბე­ბა, სი­ხა­რუ­ლის­გან თვა­ლე­ბი უბ­რ­წყი­ნავს.
– რო­გორ ფიქ­რობთ, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რომ ხართ, ეს თქვენ­მა ნა­თე­სა­ვებ­მა თუ გა­ი­გეს, რა შე­იც­ვ­ლე­ბა?

– ალ­ბათ, ბევ­რი არა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბა. უბ­რა­ლოდ, ჩემ გა­მო ისი­ნიც ინერ­ვი­უ­ლე­ბენ, თო­რემ რომც და­მა­ძა­ლონ, არა მგო­ნია, შევ­ძ­ლო და დავ­შორ­დე. ზუს­ტად ვი­ცი, უჩ­ვე­ნო­ბას ვერ გა­და­ი­ტანს. წლე­ბია, ერ­თად ვართ და ვი­ცი, რა დროს რას ფიქ­რობს. ისიც ვი­ცი, ჯავრს ჩემ­ზე რომ იყ­რის, მე­ო­რე დღეს ამის გა­მო სა­კუ­თარ თავს რო­გორ ებ­რ­ძ­ვის, ტუქ­სავს. ბო­დი­შიც ბევ­რ­ჯერ მო­უხ­დია, მაგ­რამ მა­ინც ძნე­ლია გა­უძ­ლო ამ ყვე­ლა­ფერს.

წყარო:http://gza.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები