წყვილმა გიგანტური კატა იმისთვის აიყვანა, რომ ის დიეტაზე დაესვათ (ფოტო)

მაიკ უილსონმა და მისმა მეგობარმა გოგომ, მეგანმა თავშესაფრიდან კატა იმიტომ აიყვანეს, რომ მას გახდომაში დახმარებოდნენ. კატა -ბრონსონი 15 კილოგრამს იწონიდან. წყვილმა ის თავშესაფრიდან სამი თვის წინ წამოიყვანა.
„სულ იმაზე ვფიქრობდით, რა კარგი იქნებოდა ამ კატის აყვანა და მისთვის რამდენიმე კილოგრამის დაკლებაში დახმარება“, – ყვებიან ბრონსონის ახალი პატრონები.
ვეტერინართან მისვლის შემდეგ გაირკვა, რომ ის დედალი კატა იყო. სავარაუდოდ მისი წინა პატრონი მას უბრალოდ საერთო სუფრიდან ნარჩენებს აჭმევდა. ახალმა ოჯახმა კი მას სპეციალური რაციონი შეუდგინა და ფიზიკური ვარჯიშებიც დაუმატა. თუ როგორ იცვლება ბრონსონი თვალსა და ხელს შუა, ეს „ინსტაგრამის“ წყვილის გვერდზეა ასახული.
დიდი კატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნელა გახდომა, რადგან არსებობს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, რაც სასიკვდილოა ცხოველისთვის.
ახლა ის დღეში 375 კალორიას იღებს. თამაშობს სათამაშოებით დღეში 20 წუთს და ასევე დააქვს ისინი ზემოთ-ქვემოთ, რათა ბევრი იმოძრაოს. ჯერჯერობით, მისთვის ხტუნვა არ შეიძლება, რადგან შეიძლება წონა მის სახსრებს დააწვეს და ეტკინოს. იმისათვის, რომ მის ფეხებზე ზედმეტი დატვირთვა არ წავიდეს, მაგრამ ბევრიც იმოძრაოს, მას მოძრავი თეფში გამოუწერეს. კატას ახლა ჭამის დროს ოთახში გადაადგილება უწევს.

კომენტარები

სხვა სიახლეები