წითელი პომადის საიდუმლოებები

აქამდე მიაჩნდათ, რომ მამაკაცი, პირველ რიგში, ქალის თვალებს აქცევდა ყურადღებას.

 გამოკვლევებმა კი დაადასტურა, რომ ასე არ ყოფილა საქმე.ტუჩები, აი რა იტაცებს მამაკაცის მზერას პირველივე შეხვედრისას, ამის ნათელი მაგალითია ანჯელინა ჯოლის სქელი  ტუჩებია.

 მეცნიერებმა გამოაკვლიეს, რას აქცევს ყურადღებას მამაკაცი ქალთან ნაცნობობის პირველი10 წამის განმავლობაში. მზერა სწორედ ქალის ბაგეებისკენ არის მიპყრობილი.

 თუ ქალს პომადა უსვია, მამაკაცს კიდევ უფრო მეტად უჭირს თვალის მოცილება.

 ვარდისფერ-პომადიან ტუჩებს მამაკაცი 6,7 წამი უყურებს, წითელი პომადა კი მის ყურადღებას

 7,3 წამით იპყრობს. შედარებისთვის ქალის თვალებზე მზერას მამაკაცები 0.95 წამით, თმაზე კი

 0,85 წამით აჩერებენ.

 თუ ქალი უმაკიაჟოდაა, უკვე 2,2 წამის შემდეგ მამაკაცს მზერა ტუჩებიდან თვალებზე გადააქვს.

 ეს გრძელდება 2, 97 წამი, შემდეგ კი 2.77 წამი ის მანდილოსნის ცხვირს ათვალიერებს.

 სპეციალისტებმა ისიც დაადგინეს, რომ მამაკაცების 40%-სთვის წითლად შეღებილითხელი ტუჩებიც კი უფრო მიმზიდველია, ვიდრე შეუღებავი სქელი ტუჩები.

 წითელი პომადა, უმოკლესი გზაა კოცნამდზე- ასე ამბობს ამ კვლევის ხელმძღვანელი.

წყარო:

კომენტარები

სხვა სიახლეები