“წერილი მივიღე ქალისგან, რომელმაც გამანადგურა, ისეც გაუბედურებული” – რა მისწერა ნანა კოსტავამ ლაგოდეხში დაღუპული გოგონას დედას (ფოტო)

ქუთაისის საკრებულოს “ქართული ოცნების” უკვე ყოფილმა დეპუტატმა, ნანა კოსტავამ ლაგოდეხში უბედური შემთხვევის დროს დაღუპული 16 წლის გოგონას დედას მისწერა და მას პატიება სთხოვა. ამის შესახებ გოგონას დედა ფეისბუქის პირად გვერდზე წერს და მინაწერის სქრინებს აქვეყნებს.
“სიტყვა,რომელიც ჩემს სოფის მივეცი,სწორედ ორმოცი დღის გასვლის შემდეგ უნდა შემესრულებინა. დღეს ეს და მსგავსი რამდენიმე წერილი მივიღე ქალისგან,რომელმაც გამანადგურა ისეც გაუბედურებული. რა ვქნა?იქნებ ბოლომდე არც მჯერა მე ამ სიტყვების, მაგრამ ხომ არსებობს მეორე ნახევარი იმისა,რომ ნამდვილი იყოს ეს სინანული? ჰოდა, ჩემი შვილის უმანკო სულს უმადლოდე, ნანა კოსტავა, შენს ცოდვილ სულსა და სხეულს თუ ვტოვებ ამ მიწაზე…
ძნელია დაიჯერო ეს ყველაფერი, იმ მიზეზით,რომ გარკვეული დროის მერე, მახსოვს, წერდა, ისევ იმასვე გავიმეორებ, თუ დამჭირდებაო. არ ვიცი, რა უტრიალებს თავში ამ ადამიანს თუ არაადამიანს, მაგრამ მე მაქვს ჩემი სინდისი და ეს მავალდებულებს,როცა პატიებას გთხოვენ(სულერთია გულწრფელს თუ თავდაცვის მიზნით თუ ხალხის თვალში ,,გასაპრავებელ”-ასამაღლებელს)თუ არ აპატიებ,დაინდო მაინც.
p.s . მახსოვს, ყოფილმა ქმარმა მიტევების დღეს სმს -ით პატიება მთხოვა …და იცით რას მივხვდი? ჩემი განცდა, ჩემი ტკივილი სულ ცალ ფეხზე ეკიდა, იგი თავისი დამპალი სულის გადასარჩენად დგამდა ამ ნაბიჯს… ჰოდა, ახლა რაღაც მსგავსი დამეუფლა”…. – წერს გოგონას დედა.
შეგახსენებთ რომ ნანა კოსტავამ უბედური შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გარდაცვლილი გოგონას დის, სოცმედიამენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა (სადაც ბარკერი თითზე პრეზერვატივით პირჯვარს სახავს), წარწერით – “ახლა, იცინე”, რასაც ნანა კოსტავასთვის, როგორც თანამდებობის პირისთვის, დეპუტატის მანდატის შეჩერება მოჰყვა.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები