“ჩემს მეუღლეს, ორი შვილის დედას, მძიმე დიაგნოზი აქვს…”

ინტერნეტსივრცეში კიდევ ერთი პოსტი გამოჩნდა, რომელმაც ბევრი დაასევდიანა. გიორგი ექვთიმიშვილი მეუღლის, 34 წლის თეონა კობახიძის გამოჯანმრთელებაში სთხოვს საზოგადოებას დახმარებას.
“ჩემს მეუღლეს, ორი შვილის დედას, თეონა კობახიძეს დაუდგინდა თავის ტვინის ონკოლოგიური დაავადება. თეონა კობახიძეს ესაჭიროება სასწრაფო ქირურგიული ჩარევა და მკურნალობა. ოპერაციისა და შესაბამისი მკურნალობის კურსის დასანიშნად, აუცილებელია თურქეთის ონკოლოგიურ კლინიკაში გამგზავრება, რაც დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან, რისი საშუალებაც ოჯახს არა აქვს. თეონა კობახიძის დახმარების სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია თანხის ჩარიცხვა ამ ანგარიშზე GE95TB7162645061100064 (ანგარიშის მფლობელი გიორგი ექვთიმიშვილი)”,- წერს გიორგი ექვთიმიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები