„ჩემი ცოლის დაქალები“ -ს შემოქმედებითი ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

 ქართული ტელესერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ მაყურებელს მე-11 სეზონის გრანდიოზულად დახურვას ჰპირდება. ტელესერიალის შემოქმედებითი ჯგუფის ინფორმაციით, მაყურებელს ფილმის „ჩემი ცოლის დაქალებს“ ნახვა პარასკევის, შაბათისა და კვირის გარდა, ორშაბათს, 22:00 საათზე შეეძლებათ. „ამ კვირის ბოლოს ჩემი ცოლის დაქალების ყველაზე გრძელი უიქენდი გელოდებათ.
მე-11 სეზონის ფინალური სერიები ეთერში გავა პარასკევს, შაბათს, კვირას და ორშაბათს! პარასკევს, შაბათს და კვირას, ჩვეულებრივად 23:00 საათზე. ორშაბათს კი 22:00 საათზე გრანდიოზულად დავხურავთ მე-11 სეზონს. შესაბამისად, პარასკევიდან ყველას გელოდებით ეკრანებთან ჩცდ-ს ოთხდღიან მარათონზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები