მექსიკაში ადამიანის თავის ქალებისგან აშენებული კოშკი აღმოაჩინეს

მექსიკის ანტროპოლოგიის და ისტორიის ნაციონალური ინსტიტუტის სპეციალისტებმა თავის ქალებისგან შექმნილი აცტეკების დროინდელი კოშკი აღმოაჩინეს, რომელშიც არის როგორც კაცების, ასევე ქალები და ბავშვების ტავის ქალები.
ლეგენდის და ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, კოშკში აცტეკები დაღუპული მტრის თავის ქალებს აგროვებდნენ. თუმცა მეცნიერებისთვის სიახლე ის იყო, რომ მათ იპოვეს ტავის ქალები, რომლებიც მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცებს არ ეკუთვნოდა.
„ჩვენ ახალგაზრდა მამაკაცების თავის ქალების პოვნას ვვარაუდობდით, მაგრამ აღმოვაჩინეთ ქალების და ბავშვების ნეშტებიც, რომლებიც ბრძოლებში არ მონაწილეობდნენ. ასე რომ სრულიად ახალი ინფორმაცია მივიღეთ“ – განაცხადა ბიოლოგმა და ანტროპოლოგმა როდრიგო ბოლანიოსმა. კიდევ ერთი მკვლევარი, ლორენა ვასკესი აცხადებს, რომ საერთო ჯამში ცილინდრის ფორმის ნაგებობაში, რომელიც აცტეკების უმაღლესი ღვთაების საპატივსაცემოდ აიგო, 676 თავის ქალაა აღმოჩენილი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები