“ჩემი ცოლის დაქალები” საზოგადოებას მიმართავს

პოპულარული ქართული სერიალის “ჩემი ცოლის დაქალების” ფეისბუქის გვერდზე აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიმართვა გავრცელდა. “კვირა პლიუსი” აღნიშნულ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

ორი აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა!

როგორც იცით, ჩვენს სერიალში უკვე ორი სეზონია ყველანი ვუყურებთ ირაკლის ისტორიას. ირაკლის აქვს პრობლემები ქცევაში, მეტყველებაში, სხვებთან ურთიერთობაში. ირაკლის აქვს აუტიზმი. ირაკლის მსგავსად – წელიწადში 68-დან 1 ბავშვი იბადება აუტიზმით.

აუტიზმი არის მდგომარეობა, რომელიც იწვევს შეფერხებას კომუნიკაციაში, მეტყველებასა და ქცევაში.

მეგობრებო, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ ყველამ მივიღოთ და გვერდით დავუდგეთ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს და მათ ოჯახებს, არ განვსაჯოთ და არ გაგვიკვირდეს მათი განსხვავებული ქცევა, ინტერაქცია და მეტყველება. ნუ შევუზღუდავთ საშუალებას გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები!  “ნათქვამია განცხადებაში”. 

კომენტარები

სხვა სიახლეები