ავსტრიაში აქლემის ჩონჩხი აღმოაჩინეს

ავსტრიელმა არქეოლოგებმა საბრძოლო აქლემის ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელიც ვენასთან ახლომდებარე ქალაქ ტულნის ერთ-ერთი სახლის სარდაფში იყო დამარხული. მეცნიერების აზრით, ის მე-17 საუკუნეს ეკუთვნის. არქეოლოგებმა აქლემის ძვლების დეფორმაციით დაადგინეს, რომ ეს ცხოველი საბრძოლო ოპერაციების შესასრულებლად გამოიყენებოდა. აქლემს ოსმალეთის იმპერიის შეიარაღებული ძალები გამოიყენებდნენ, რომლებიც ვენას 1683 წელს უტევდნენ. ამის შემდეგ აქლემი თურქეთის ჯარმა უკან დახევის დროს ავსტრიაში დატოვა, ანდა ის ადგილობრივ მოაქალაქეებს მიჰყიდეს. ეს ევროპაში აღმოჩენილი პირველი აქლემის ჩონჩხია. მეცნიერებმა მას „არქეოლოგიური განძი“ უწოდეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები