“შეხვედრამდე ზოლიანო ცეცხლო ბიჭო” – რას წერენ ადიგენში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეზე

“დავით ჩემო უტკბილესო ძმაო, როგორ გამოგვეცალე, ჩემო უთქმელი….და უძვირფასესო გული მტკივაა …..არ მჯერა….. დარჩი ჩვენში სამუდამო ტკივილად … შენ დაიკოსთან ერთად…. მომენატრებიიიი ცეცხლოოოოოო” – წერს გერა კარკაძე ახალციხე-ადიგენის გზაზე დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ.

“ზოლიანო, დიდი ოჯახიდან კი წახვედი მაგრამ მჯერა შევხვდებით სხვა განზომილებაში, სხვა დროსა და სხვა სივრცეში. მანამდე გპირდები, სანამ ცნობიერება გვექნება, შენც ჩვენთან ერთად იარსებებ. შეხვედრამდე ზოლიანო ცეცხლო ბიჭო”.

“ყველას მოენატრები, ცეცხლო, ყველას”– წერენ მეგობრები ფეისბუკზე.

ავტოავარიის დროს საჭესთან დავით ბალახაშვილი იჯდა. ის სამხედრო პირი იყო და კონტრაქტიც ახალი გაფორმებული ჰქონდა. ოჯახს მერსედესის მარკის ავტომანქანა ახალი ნაყიდი ჰქონდა.
28 ოქტომბერს, ახალციხე-ადიგენის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად და-ძმა გარდაიცვალა. ისინი სახლში, აბასთუმანში გადაასვენეს. მძიმედ დაშავდა მათი დედა, რომელიც კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

სხვა სიახლეები