შეყვარებულებმა თავი მოიკლეს და პროცესში „Live”-ი ჩართეს

20 წლის შეყვარებულებმა ტოკიოდან თავი მოიკლეს, სუიციდის ტრანსლირებას კი სოციალურ ქსელებში ახდენდნენ. წყვილის ერთ-ერთმა მეგობარმა მათი გეგმების შესახებ პოლიციას შეატყობინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. წყვილი ტოკიოდან საპოროში ჩავიდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით პირდაპირ ეთერში დაასრულა. მათი მეგობრის გარდა, პოლიციას ამ დრამის თვითმხილველმა შეატყობინა, მაგრამ მათი შეჩერება ვერ მოასწრო.
ამ დროისთვის, სამართალდამცველები სტუდენტების სოციალურ ქსელებს ამოწმებენ და სასტიკი ვიდეოს პოვნას ცდილობენ. მისი მოძებნა კი იმის გამოც გართულდა, რომ ზოგიერთ საიტზე ეს ახალგაზრდები სხვა სახელებით იყვნენ დარეგისტრირებული.
თუმცა, პოლიცია დარწმუნებულია, რომ ტრანსლირება ნამდვილად ხდებოდა, რადგან წყვილის დაღუპვის ადგილზე სმარტფონი ისეთ პოზიციაში იყო დამაგრებული, რომ გადაღება შესაძლებელი ყოფილიყო.
რა გახდა ასეთი ეპატაჟური და ერთდროული სუიციდის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

სხვა სიახლეები