როგორ გამოიყურება ჩიხუახუა, რომელმაც მარიხუანა გასინჯა (ვიდეო)

18 წლის სეტ მერსინგი, აშშ-ის შტატ ტეხასიდან, თავის ოთხფეხა მეგობარ რიტას პარკში ასეირნებდა, როდესაც მან უჩვეულო „სასუსნავი“ იპოვა. ჩიხუახუამ, სახელად რიტა, მიწაზე რაღაც იპოვა და მისი გასინჯვა გადაწყვიტა. პატრონმა თავიდან ამას ყურადღება არ მიაქცია, თუმცა მალევე ძაღლმა უცნაურად მოქცევა დაიწყო. გვიან ღამით კი რიტამ გონება დაკარგა. სეტმა იძაღლი ვეტერინართან წაიყვანა. ის, რაც ექიმმა თქვა, სეტისთვის სრული მოულოდნელობა იყო – რიტას ანალიზი აუღეს და სისხლში ნარკოტიკებზე დადებითი მაჩვენებელი დადგინდა. მას მარიხუანა ჰქონდა მიღებული. ამიტომ ძაღლი, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა, ღამით კლინიკაში დატოვეს, გადასხმის სისტემა დაუდგეს და დაამშვიდეს.
პატრონმა თავისი ოთხფეხა მეგობარი ნარკოტიკის ზემოქმედების დროს გადაიღო და შემდეგ ვიდეო საკუთარ „ტვიტერზე’’ ატვირთა, რომელზეც ჩიხუახუა ძალიან სასაცილოდ და უცნაურად გამოიყურებოდა.
რამდენიმე დღეში, ვიდეომ 4 მილიონი ნახვა დააგროვა. სეტის თქმით, ძაღლი უკვე სახლშია და თავს კარგად გრძნობს. მომხმარებლების ნაწილმა ჩიხუახუას პატრონი გამოლანძღა, რადგან მიაჩნიათ, რომ სეტმა თავის ოთხფეხა მეგობარს უკეთ უნდა მიხედოს, თუმცა სეტმა ყველას საპასუხოდ აღნიშნა, რომ რიტა შვილივით უყვარს და არც მოვლას და სითბოს აკლებს.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები