დედა შვილს ქლორში აბანავებს (ფოტო)

23 წლის ამერიკელი რეივენ ფორდი ვისკონსინიდან ყოველდღიურად აბანავებს თავის პატარა შვილს ქლორიან წყალში. საქმე ისაა, რომ ამელის იშვიათი გენეტიკური დაავადება აქვს – ლამელარული იქტიოზი. ასეთი ბავშვების კანს დაბადებიდან ერთგვარი ქერცლი ფარავს. ავადმყოფობის გამო, ბავშვისთვის აკრძალულია საპნის გამოყენება. მისი კანი მალევე იწყებს გაშრობას და სისხლდენას, თმა კი ადვილად იმსხვრევა. ბავშვს არა აქვს ოფლის გამომყოფი ჯირკვლები, ზაფხულში ის სულ სახლში, სიცივეში უნდა იყოს. კვების დროს კი ამელიას პირს ვაზელინით არბილებენ, რომ პირის ირგვლივ კანი არ დაზიანდეს.
რეივენი გოგონას დღეში ორჯერ აბანავებს, იყენებს დამარბილებელ და სტეროიდულ კრემებს. ქლორით ბანაობა გოგონასთვის აუცილებელია, რადგან ეს მისი დერმატოლოგის რეკომენდაციაა.
„ ქლორით ბანაობა ერთადერთი ხერხია ქერცლის ქვემოთ არსებული ბაქტერიების გასანადგურებლად. ასე თუ არ მოვიქცევით, შეიძლება, ინფექცია განვითარდეს“, – ამბობს ამელიას მამა.
კარგი მოვლის წყალობით, ამელია უკეთესად გამოიყურება. მას ავადმყოფური სიწითლე გაუქრა და ჯანმრთელი კანის არეებიც გამოჩნდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები