2018 წელს 247 ქართველი გოგონა აზერბაიჯანელს გაყვა ცოლად, 205-მა ქართველმა მამაკაცმა კი აზერბაიჯანელ გოგოზე იქორწინა

2018 წელს აზერბაიჯანის დაახლოებით 500-მა მოქალაქემ ქართველზე იქორწინა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Sputnik” აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასულ წელს 247 ქართველი გოგონა აზერბაიჯანელზე გათხოვდა, ხოლო 205-მა ქართველმა მამაკაცმა აზერბაიჯანელ გოგოზე იქორწინა.
ჯამში აზერბაიჯანში, დაახლობით, 70 ათასი ქორწინება დაფიქსირდა, მათგან 2300-ზე მეტი ადამიანი უცხოელზე დაქორწინდა.
სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებენ, რომ აზერბაიჯანელი ქალები როდესაც ქორწინდებიან, უპირატესობას სამ ქვეყანას ანიჭებენ, თურქეთს, რუსეთს და საქართველოს. თავის მხრივ, მამაკაცები რუს, ქართველ და უკრაინელ ქალებზე ქორწინდებიან.
აზერბაიჯანული დიასპორა ერთ-ერთი ყველზე დიდია საქართველოში. 2016 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღრიცხვისას დაფიქსირდა, რომ საქართველოში 233 ათასი ეთნიკურად აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 6,3% შეადგენს.

კომენტარები

სხვა სიახლეები