“შენი სათვალე მომწონს”, მითხრა გაღიმებულმა ჯარედ ლეტომ” – რა ისტორიას ჰყვება ნინ­ჩო ჯიბ­ლა­ძე

“საოცარი ისტორიაა – ვზივარ აივანზე, სერიალს ვუყურებ. ზუსტად ჩემ გვერდზე, აივანზე მესმის ინგლისური საუბარი. ვიღაცამ დააცემინა, ინგლისურად ვუთხარი – bless you – უცებ თავი გადმოწია – thank you! I like your sunglasses (მადლობა შენი სათვალე მომწონს)- მითხრა გაღიმებულმა ჯარედ ლეტომ”, – ამის შესახებ PR მე­ნე­ჯე­რი და ჟურ­ნალ OK!-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, ნინ­ჩო ჯიბ­ლა­ძე საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” წერს.
ნინ­ჩო ჯიბ­ლა­ძის თქმით, ის 40 წუთის განმავლობაში ისმენდა ჯარედ ლეტოს ინტერვიუს გვერდით, აივნიდან.
“არც მეტი არც ნაკლები, 40 წუთს ვუსმინე მის ინტერვიუს “ლაივში”. უამრავი საოცარი სიტყვა თქვა საქართველოზე, ძალიან თბილად საუბრობდა. თავს უფლება არ მივეცი, მეტი გადამეღო, თავის გეგმებზე საუბრობდა, ძალიან მაგარი მოსასმენი იყო. გამიმართლა, რომ ჩემ გვერდზე, აივანზე გადაწყვიტეს ინტერვიუს ჩაწერა”, – აღნიშნა ნინო ჯიბლაძემ.
პოპულარული მსახიობი და მომღერალი, ჯარედ ლეტო მუსიკალურ ბენდ 30 Seconds To Mars-თან ერთად 13 აგვისტოს შეკვეთილში, “ბლექ სი არენაზე” საათ-ნახევრიანი პროგრამით ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე წარდგა.
ცნობილი როკბენდი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვია.

კომენტარები

სხვა სიახლეები