ყოფილი პარლამენტარი თეო ტლაშაძე გათხოვდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი თეო ტლაშაძე 42 წლის ასაკში გათხოვდა. მისი მეუღლე დავით რჩეულიშვილი გახდა. წყვილი ქორწილის ფოტოებს ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.
თეო ტლაშაძე ქართულ პოლიტიკაში 2003 წელს გამოჩნდა. 2003-2007 წლებში იყო „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. 2004 წლიდან პარლამენტის წევრი იყო. ტლაშაძე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მდივანი იყო. 2007 წლიდან კი ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის – „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი გახდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები