კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 30 ნოემბერი – 6 დეკემბერი

დამდეგი კვირა მზის და სატურნის შეერთებით დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოიმატებს ადამიანებში სიჯიუტე და უაპელაციო პრინციპილობა. თუკი თქვენ მაღალ თანამდებობას იკავებთ, სასურველია, ამ დღეს მეტი ლოიალურობა გამოიჩინოთ თანამშრომლების მიმართ, იმიტომ რომ, სატურნის ასპექტები მზესთან ადამიანებში შრომისუნარიანობის დაქვეითებას და გარკვეულ დეპრესიულ ფონსაც გაზრდის მეტ-ნაკლებად. კვირის დასაწყისში არ ღირს მსხვილი საბიუჯეტო ქმედებების განხორციელება, ფულის ჩადება სარისკო საქმეში და ა.შ. ეს ის პერიოდია, როცა ყველა ნაბიჯი მაქსიმალური სიზუსტით უნდა გაითვალოს. მატულობს ინფექციური და ვირუსული დაავადებების “აკიდების” რისკი. შესაბამისად, სასურველია, კვირის დასაწყისში პრევენციულ ზომებს მიმართოთ ამ მხრივ, განსაკუთრებით ბავშვებში.
გამომდინარე იქედან, რომ პლანეტა მარსი მთელი დეკემბრის თვის მანძილზე სასწორის ზოდიაქოში იქნება საუკეთესო სტრატეგიად ნებისმიერი საქმიანობის წარმოებისას გირჩევთ დიპლომატიურ მიდგომას, ლოიალურობას და სიდინჯეს. მარსი სასწორის ნიშანში დაცემულია, შესაბამისად, “რქებით მიწოლის” პრინციპი არც ერთ საქმეში არ გაამართლებს ან ნაკლებეფექტური იქნება თქვენთვის.
დეკემბრის პირველი დეკადა იუპიტერის დადებითი გავლენის გამო, რომელიც ქალწულის ნიშანში იმყოფება საკმაოდ მშვიდი და სტაბილური იქნება ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში. კარგი პერიოდია სამრეწველო საქმიანობით დაკავებული ადამიანებისთვის. შესანიშნავად ვითარდება ისეთი ბიზნესი, რომელიც მცირე წარმოებას ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვა-გაყიდვას ეხება.
პირადი და სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით მიმდინარე კვირა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ ძველი წყენების ან ახალი ურთიერთობების დასარეგულირებლად. იმიტომ რომ უკვე კვირის ბოლოს პლანეტა ვენერას მშვიდობისმოყვარული სასწორის ზოდიაქოდან, ექსპანსიური და ვნებიანი მორიელის ზოდიაქოში გადანაცვლება. თან მოიტანს ეჭვიანობის სცენებს და დრამატულ ისტორიებს სასიყვარულო-პარტნიორულ ფრონტზე. შესაბამისად, ჩემო კარგებო, თუ რამე გაქვთ გასარკვევი საყვარელ ადამიანთან გამოიყენეთ უახლოესი კვირა და სასწორის დადებითი ენერგეტიკა საიმისოდ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი დიალოგზე წამოყვანოთ.
კვირის მანძილზე სასურველია მოაგვაროთ არსებული იურიდიული პრობლემები. ზოგადად კარგი პერიოდია ხელოვანი და კრეატიული ადამიანებისთვისაც, იმიტომ რომ მიმდინარე კვირა ასეთი ხალხის ცხოვრებაში შთაგონების მძლავრ ტალღას და საკუთარი ძალების რწმენას მოიტანს. ჩნდება იდეები, რომელთა ფრთაშესხმაც სამომავლოდ ერთობ სერიოზულ წარმატებას გპირდებათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები