“ყველა ვერ მოიხდის…ეს არაადამიანური მიდგომაა” – ხათუნა ზახაშვილი კორონავირუსზე

უნდა „მოიხადოს“ თუ არა კოვიდ-19 ყველამ? – კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი პასუხობს:

„ეს დაავადება სახადად ვერ განიხილება. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. როგორც ეპიდემიოლოგი, ვთვლი, რომ ყველა ვერ მოიხდის. ჩემი მრწამსით თუ საზოგადოების წევრობით, ეს არაადამიანური მიდგომაა და რადგან ამის უკან დგას წართმეული სიცოცხლე, რომელიც უპირველესი კატეგორიაა და არ შეიძლება, განვიხილოთ ჩემი გადარჩენის ხარჯზე სხვისი სიკვდილის ალბათობა.

მიმაჩნია, რომ საზოგადოება ასე არ უნდა წავიდეს. დღეს, როდესაც ირჩევენ დაავადების შეჩერების სწრაფ გავრცელებას, ეს სწორედ იმ ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისკენაა მიმართული“, – განაცხადა ზახაშვილმა გადაცემა „პირად ექიმში“.

კომენტარები

სხვა სიახლეები