“ორი საათის შემდეგ პირბადე შეიძლება, დასნებოვნების წყარო გახდეს” – მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ​ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცახადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები სამედიცინო პირბადის მოხმარების სწორ წესს არ დაიცავენ, ორი საათის შემდეგ ეს უკანასკნელი შესაძლოა, ინფიცირების წყარო გახდეს:

„რაღაცნაირად უნდა ვთქვათ ამ აქციებთან დაკავშირებით, ეს პოლიტიკა შემოიჭრა ჩვენში და მედიცინას და ჩვენ ძალიან გვაზარალებს.

იცით რა, თითქოს, ვიღაცას უკეთია პირბადე, როდესაც ასეთი ხალხმრავლობაა. თუ სოციალური დისტანცია არ არის, თუ მთელი დღის განმავლობაში ადამიანი დგას, თუნდაც, სადღაც საათების განმავლობაში, ეს პირბადე აბსოლუტურად არ ასრულებს თავის მოვალეობას.

ორი საათის შემდეგ პირბადე, რომელიც უკეთია ადამიანს, აღარ ასრულებს მოვალეობას და პირიქით, შეიძლება, დასნებოვნების წყარო გახდეს. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დისტანციის დაცვა, რომელსაც ვერ დაიცავთ ასეთ შეკრებებსა და ღონისძიებებზე”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები