ყველაზე ძველი ხუმრობა კაცობრიობის ისტორიაში

კაცობრიობის ყველაზე ძველი ხუმრობა, რომელმაც ჩვენამდე წერილობითი სახით მოაღწია, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1900 წლით თარიღდება, – აცხადებს ბრიტანული უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი.
ყველაზე ძველი ხუმრობის ავტორად მეცნიერებმა შუმერები დაასახელეს, რომლებიც თანამედროვე ერაყის სამხრეთით სახლობდნენ. ხუმრობა ასეთია – “რაც არასოდეს მომხდარა: ახალგაზრდა ცოლს ქმრის კალთაში არ გაუკუებია”.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ძველ ეგვიპტეშიც ხუმრობდნენ. ფარაონზე შექმნილი ხუმრობა, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 1600 წლით თარიღდება, ასე ჟღერს: “როგორ გავამხიარულოთ მოწყენილი ფარაონი? ბადეში უამრავი შიშველი ქალი ჩავსვათ და ფარაონი სათევზაოდ გავუშვათ”.
ინგლისელებმა X საუკუნეში იხუმრეს: “გამოცანა: რა ჰკიდიათ მამაკაცებს ფეხებშუა, რომელიც ხშირად ძირს უვარდებათ? პასუხი: გასაღები”.

წყარო:http://www.gzapress.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები