ყველაზე დახვეწილი სტილის ასაკოვანი ვარსკვლავები (ფოტოკოლაჟი)

ვინ თქვა, რომ ასაკში შესულ ადამიანებს არ შეუძლიათ მოდურად გამოიყურებოდნენ?
“კვირა +” გთავაზობთ 60 წელს გადაცილებულ ვარსკვლავებს, რომლებიც გამოირჩევიან დახვეწილი გემოვნებითა და სტილით. ეს ქალები ამტკიცებენ, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და სტილის შეგრძნება დროსთან ერთად უფრო და უფრო უმჯობესდება.
1. ჯეინ ფონდა – 78 წლის ვარსკვლავი, რომელიც მკაცრი, დახვეწილი გარეგნობით, ნათელი ღიმილითა და ელეგანტური სტილით ბევრ ახალგაზრდა მსახიობს სჯობს.

Джейн Фонда
Джейн Фонда Джейн Фонда
Джейн Фонда

2. კარმენ დელ’ორეფაისი – 84 წლის მოდელი, რომელიც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში 14 წლის ასაკში ჩაერთო და მას მერე არ შეუწყვეტია კარიერა. სწორედ, ასეთი ხანგრძლივი სამოდელო კარიერის გამო, იგი გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც მოდელი, რომელიც ყველაზე დიდხანს დგას პოდიუმზე. არისტოკრატული, დახვეწილი გარეგნობის კარმენი გამორჩეულია ელეგანტური ქალური კაბების სიყვარულითა და ხშირი ტარებით. მისი სამოსი ყოველთვის მშვიდ ტონშია გადაწყვეტილი.

Кармен Делль‘Орефиче
Кармен Делль‘ОрефичеКармен Делль‘Орефиче
Кармен Делль‘Орефиче

3. დაიან კიტონი – 69 წლის „ოსკაროსანი“ მსახიობი ქალი, რომლის განუყრელი აქსესუარია მრგვალი ქუდი. ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ წითელ ხალიჩაზე, იგი არ ღალატობს თავის საყვარელ ნივთს, რომელიც მისი იმიჯის ნაწილი გახდა.
Дайан Китон

Дайан КитонДайан Китон
Дайан КитонДайан Китон

4. კაროლინა ჰერერა – 76 წლის მოდის ინდუსტრიის სუპერვარსკვლავი, რომელსაც მიაჩნია, რომ მსოფლიო მოდის ისტორიაში შავ ქვედაბოლოსა და თეთრ პერანგზე ელეგანტური ჯერ არაფერი შექმნილა. კაროლინა ყოველთვის ქალური, ნაზი, დახვეწილი და მიმზიდველია.

Каролина ЭррераКаролина Эррера
Каролина ЭррераКаролина Эррера

5. ჯერალდინა ჩაპლინი – 71 წლის არის ახლა. იგი ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილია. მისი სტილი მიმსგავსებულია კოკო შანელის სტილთან. ხშირად გამოიყურება მამაკაცური სტილით. ფერებიდან ასევე ხშირად იყენებს წითელსა და თეთრ ფერებს.

Джеральдин Чаплин
Джеральдин ЧаплинДжеральдин Чаплин
Джеральдин Чаплин

6. მერილ სტრიპი – 66 წლის ჰოლივუდის, რამდენიმე გზის „ოსკაროსანი“ მსახიობი ქალი, რომლის დახვეწილ გემოვნებაზე მუდმივად საუბრობენ მსოფლიო მოდის წამყვანი ჟურნალები.

Мерил Стрип
Мерил Стрип
Мерил СтрипМерил Стрип
7. ჰელენ მირენი – 70 წლის მსახიობი ქალი, რომელიც დახვეწილი, ქალური სტილით ყოველთვის გამორჩეულია წითელ ხალიჩაზე. მისი საღამოს კაბები ყოველთვის კლასიკური, ნაზი და დახვეწილია.

Хелен МирренХелен Миррен
Хелен Миррен
Хелен Миррен

8. სოფი ლორენი – 81 წლის მსოფლიო ვარსკვლავი, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი, რომელიც დახვეწილი გემოვნების, ქალურობის და სტილის შეგრძნების გამო, არასდროს გამოიყურება ვულგარულად.

Софи Лорен
Софи Лорен
Софи ЛоренСофи Лорен

კომენტარები

სხვა სიახლეები