23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი კარგი დღეა ცოდნის მისაღებად; ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად. სამსახურში მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერის თვისებები.

კურო უამრავ საქმეს მოაგვარებთ, – სამსახურისაც და საოჯახოსაც. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ.

ტყუპი უამრავი საკითხის მოგვარებას შეძლებთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. დღეს გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება.

კირჩხიბი აქტიური დღეა; ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ საქმეების მოგვარებას. სასიამოვნო ცვლილებები გელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

ლომი მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, ახალი საქმეების დაწყებას. მეტად დაისვენეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

ქალწული დღეს საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით. ან ახალ საქმიანობას დაიწყებთ, ან მატერიალურად დამოუკიდებელი გახდებით. საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით.

სასწორი დღევანდელი დღე გამარჯვებებს გპირდებათ. სხვადასხვა სფეროში წარმატებას მიაღწევთ. ყურადღების ცენტრში მოხვდებით და თქვენ გარეშე არაფერი გადაწყდება.

მორიელი  ჰარმონიული და სტაბილური დღე გელით. ზოგიერთს საქმიანობის, სამსახურის შეცვლა ელის. ახალი საქმე მატერიალურად ძლიერს გაგხდით.

მშვილდოსანი კარგი დღეა საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ზოგიერთს დააწინაურებენ.

თხის რქა ადვილად გაართმევთ თავს ნებისმიერ, რთულ საქმესაც კი. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები საჩუქრები და სიურპრიზები გელით.

მერწყული გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ოჯახში ჰარმონია და სიმშვიდე დაისადგურებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

თევზები ნებისმიერი საქმიანობა კარგ შედეგს და შექებას მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები. წყვილების ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები