„ღამე მუზეუმში“ – საქართველო საერთაშორისო აქციისთვის ემზადება

„ღამე მუზეუმში“ – საერთაშორისო აქციაა, რომელიც საქართველოში 21 მაისს ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს. აქცია მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეძღვნება.
დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია – ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლე13225163_1189097634463806_262886883_oბში ჩატარდება. მანამდე კი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, თბილისის სხვადასხვა უბანს სლოგანით – „მოდი ღამე მუზეუმში“ მოხატავენ და დამთვალიერებლებს მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდებენ.
18 მაისს, საქართველოს ყველა მუზეუმში „ღია კარის“ დღე გამოცხადდება, სადაც ყველა მსურველისთვის შესვლა უფასო იქნება!
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში მთელი კვირის მანძილზე მრავალფეროვანი ღონისძიებები – გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები გაიმართება.
გთავაზობთ იმ მუზეუმების სიას, რომლებიც აქციაში მონაწილეობენ:

თბილისი

1. ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმი 2. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი 3. თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმი 4. დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 5. ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი — ქარვასლა 6. აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი 7. გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი – მუზეუმი ღია ცის ქვეშ 8. გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი

რეგიონები

1. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი გორში 2. დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ზუგდიდში 3. სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 4. ივ. ჯავახიშვილის სახ. სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი 5. სიღნაღის მუზეუმი 6. გრემის მუზეუმი 7. ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი მირზაანში 8. ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 9. ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი 10. სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი

კომენტარები

სხვა სიახლეები