ქართველმა გოგონამ შეყვარებულს ხელი სთხოვა (ფოტო)

 „სოციალურ ქსელში“ ნათია ჩიქოვანი სტატუსს აქვეყნებს, სადაც შეყვარებულთან ურთიერთობაზე საუბრობს და13226739_1184981888187869_500007673008682282_n მოუწოდებს გოგოებს, რომ დასაქორწინებლად არაა საჭირო ბიჭის ლოდინი. „მე და ლუკა 2 წელია, რაც ერთად ვცხოვრობთ. ერთად ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა ორი ადამიანის ურთიერთობის გამოსაცდელად და იმ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელსაც დაქორწინება ჰქვია. ჩვენ ეს ეტაპი გადავლახეთ და მივხვდით, რომ მუდამ ერთად ყოფნა გვინდა. ვერასდროს ვხვდებოდი, გოგოები, რომლებსაც დაქორწინება უნდათ, რატომ ელოდებიან ბიჭებს, როდის გადაწყვეტენ ისინი “ხელის თხოვნას”, რომ მათ უბრალოდ თქვან: დიახ. დამიჯერეთ. მეორე მხარეს ყოფნა ბევრად უფრო ამაღელვებელია. ამიტომაც მე დღეს ლუკას დაქორწინება ვთხოვე. P.S. HE SAID: „YES“ (მან თქვა: „დიახ“)“, – აქვეყნებს ერთ-ერთი ქართველი გოგო საკუთარ სტატუსს სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები