ქრისტიანულ ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული არტ-თერაპია – ხათუნა მუზაშვილის პიროვნული ზრდის ცენტრში ახალი ტრენინგი იწყება

ხათუნა მუზაშვილის პიროვნული ზრდის ცენტრში ქრისტიანულ ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული არტ-თერაპიის ტრენინგი იწყება, რომელიც 4, 5 და 6 სექტემბერს ჩატარდება.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა მუზაშვილი განმარტავს, ტრენინგი არის მათთვის, ვინც აცნობიერებს, რომ სამყარო მხოლოდ ხილული ელემენტებისგან არ შედგება.

“ტრენინგზე თქვენ გაიგებთ:
* რა კავშირია აქვს თქვენს წარმატებას წითელ ფერთან და ინფექციური დაავადების, ე.წ. ბატონების დროს, რატომ იყო წითელი ფერის გამოყენების ტრადიცია;
* რატომ გეწყებათ მთქნარება ეკლესიაში და ლოცვის დროს;
* როგორ აღვიდგინოთ ფიზიკური ენერგია და რა კავშირშია იგი დაულაგებელ თაროებთან თქვენს სახლში;
* გლოვის ფერად რატომ აირჩია სამყარომ შავი (და ზოგ ქვეყანაში – თეთრი) ფერი;
* ყველას, ვისაც ხერხემალი გამრუდებული აქვს გულ-მკერდის არეში, რატომ აქვს წყენა მშობლებზე; 
* რა ხასიათის თვისება შეიძლება უშლიდეს ხელს დაფეხმძიმებას;
* რატომ გვეკარგება ბავშვური ხალისი, როცა ვიზრდებით და როგორ აღვიდგინოთ ან შევიძინოთ ის მატერიალური თუ სულიერი კეთლდღეობა, რომლის მოძიებაც ცხოვრების მიზნად გვექცა;
ეს ძალიან მოკლე მონახაზია. საოცარი ტრენინგი გელით საკუთარ უნიკალურ სამყაროში მოგზაურობით” , – აცხადებს ხათუნა მუზაშვილი.

სამდღიანი ტრენინგი 4 სექტემბერს, 19:00 საათზე, დავით აღმაშენებლის 59 ნომერში გაიხსნება.
ტრენინგის საფასური 220 ლარია. აღსანიშნავია, რომ საფასურში შედის ტრენინგისათის განკუთვნილი მასალები: ფუნჯები, საღებავები, სახატავი ქაღალდი.

(R)

 

კომენტარები

სხვა სიახლეები